„ჰო და რაღაცნაირად შემრცხვა ჩემი ეგოიზმის, ფეისბუკის მომხმარებელთა სიხარულის გამო“ - არჩილ ნიჟარაძე

უფლებადამცველი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე, რომელიც საქართველოში გერმანიიდან ახლახან დაბრუნდა, სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. 

ჩვენ, საზოგადოება, რომლებიც ხშირად სტერეოტიპული აზროვნებით გამოვირჩევით, ვაწესებთ სტანდარტებს და შემდეგ საკუთარი სტანდარტების მორჩილები ვხდებით. გვიკვირს და გვაოცებს ადვოკატების, იურისტების, სამართალმცოდნეობასთან კავშირში მყოფი ადამიანების ლიტერატურული აზროვნება და მისი გამოხატვის ფორმები. სწორედ ამ მიზეზის გამო მიიქცია ყურადღება, ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც მხოლოდ ბავშვობის მოგონებებზე წერს და სურვილი გამიჩნდა, ის ფართო საზოგადოებამდე მომეტანა.  

არჩილ ნიჟარაძე, მშობლიურ ქალაქში მოსულ პირველ თოვლზე წერს, რომელშიც ყველა ადამიანური გრძნობა და ძვირფასი მოგონებები პირველ თოვლს ათქმევინა. exclusivetv.ge-ს მკითხველს მის წერილს უცვლელად ვთავაზობთ. 

„მოკლედ, 2009 წლიდან ვარ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი და ჩემი პირველი პოსტია ამ ჟანრში. როგორც იცით უკვე ორი დღეა თოვს და აქ შემოხედვაც აღარ მინდა, რადგან ყველა მხოლოდ თოვლის შესახებ წერს, თანდართული ათასობით ფოტოთი, მე კი მხოლოდ ამ ფაქტის ნეგატიური მხარეებს ვაქცევდი ყურადღებას, როგორიცაა შეფერხებული მოძრაობა და სხვა.

ავტომობილი ცენტრალურ მოედანზე, კონკრეტულ საქმეზე გავაჩერე და წამიერად გამახსენდა, რამდენჯერ მიოცნებია ბავშვობაში თოვლზე, რამდენჯერ დამძინებია ყველაზე ჯადოსნური სურვილით, რომ ეგებ დილით თოვლი დაგხვედროდა, ნუ უმეტესად რა თქმა უნდა არ ხდებოდა ოცნება, ქუთაისი და თოვლი მაინცდამაინც ვერ მეგობრობს, მაგრამ როცა გაგვიმართლებდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით ახლა მართლა არ ვიცი ასე რა გამახარებს.

ჰო და რაღაცნაირად შემრცხვა ჩემი ეგოიზმის, ფეისბუკის მომხმარებელთა სიხარულის გამო.
რეზო გაბრიაძემ თქვა, - მე სიყვარულიდან ჩამოვედიო, ქუთაისს გულისხმობდა, მეც მაქვს ამ ქალაქში ჩემი სიყვარულის გზა და გეოგრაფიულად, ეს მანძილი იწყება ფალიაშვილის ქუჩიდან (ბაბუას და ბებიას სახლი) და სრულდება სარაჯიშვილის ქუჩაზე (მამაპაპისეული სახლი) ოღონდ ეს მარშრუტი აუცილებლად ბაღის კიდის, პირველი სკოლის, სიყვარულის ბაღისა და თეთრი ხიდის გავლით უნდა გავიარო.

ჰო და მეც გავიარე, როგორც მერაბმა თქვა "ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე, რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი" - ქუჩები იგივეა, ხალხი კი აბსოლუტურად სხვა, ადრე გარეთ გამოსულს სალამი დაგღლიდა, ახლა კი ერთი ორმა ძველმა ქუთაისელმა ვიცანით ერთმანეთი და გულითადად მივესალმეთ კიდევაც. თუ არ ვცდები ლილიმ თქვა ნუცუბიძემ "რა იშვიათად ვხვდები ქუჩაში ტოლს და ნაცნობს", ჩავუარე ჩემს პირველ სკოლას სადაც ჩემმა მთელმა ბავშვობამ ჩაიარე და ვინ იცის წამებში რამდენმა ლამაზმა კადრმა გაირბინა, რამდენმა სითბომ, რამდენმა განცდამ, რამდენმა სიამაყემ, რამდენმა კურიოზმა, პირველმა სიყვარულმა, ამავე კედლებში შეძენილმა უსაყვარლესი მეგობრობის საწყისმა წუთებმა, რომელიც დღემდე გრძელდება.

აქვეა სიყვარულის ბაღიც, რომელიც თოვლში გუნდაობის, კარგ ამინდში კი იქვე ჯიხურში აქაფქაფებული გაზიანი წყლის მირთმევის ადგილი იყო, რა თქმა უნდა მის წინ მდებარე უკვდავი ბიკენტიას საქაბაბის ჩათვლით. ლოლას არ ეწყინოს, ჩვენს მებუფეტეს, ლოლა შენც გადასარევი ბულკები გქონდა. ეს ბაღი დამატებით, ასევე ყველა სეზონზე გამოიყენებოდა ბავშვური სულელური გარჩევებისთვის.

თეთრი ხიდი?! აი თეთრი ხიდი კი მაინც სულ სხვა თემაა, არც ვიცი როგორ ვთქვა, როგორც არ უნდა ვთქვა მაინც ვერ გადმოვცემ ჩემი ამ ხიდის არანორმალურ სიყვარულს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჯერ ხომ მთელი ბავშვობა ისე მატარა, რომ ერთხელაც არ დაღლილა, ბებო და ბაბუ სხვანაირად დამამახსოვრა, სკოლიდან მიმავალს, ხომ მუდმივად მახედებდა რა ხდებოდა ჩემი სახლის აივანზე, მეგობრებს ხომ სულ აქ მახვედრებდა, ნებისმიერ ბავშვურ პაემანზე ხომ ერთი თეთრიც არ გამოურთმევია.

თოვლში? აი თოვლში კიდე განსაკუთრებული მოვლენა იყო, უბნიდან ბავშვები როგორც კი მოთოვდა, ეგრევე თეთრ ხიდზე გავრბოდით, თითქოს ჩვენთან არ თოვდა, მაგრამ ამას ვერასოდეს გაიგებს ის, ვისაც ერთხელ მაინც არ განუცდია გაუკვალავ თოვლში თეთრ ხიდზე, მისი პირველად გაკვალვის სიამოვნება. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩვენი ძმაკაცი ირაკლი ჯიბლაძე აქტიურობდა რომელიც დღეს აღარ არის.

ჰო და ასეთია ჩემი სიყვარულის (ბავშვობის) გზა, ფალიაშვილის ქუჩიდან - სარაჯიშვილის ქუჩამდე, უანგარო და გულწრფელი სიყვარულის. ვინ იცის ახლა, როგორ ძლიერ მომინდა ამ გზის გავლა, ისევ იმ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, როგორც ადრე გავდიოდით, თუმცა შეუძლებელია, ნაწილი მათგანი ამ ქვეყნად აღარ არის, ნაწილი კი ამ ქვეყანაში აღარ არის, ზოგი ნებაყოფლობით, ზოგიც კი იძულებით ემიგრაციაში იმყოფება. თუმცა ასეც რომ არ იყოს, ყველა გასავლელ გზას თავისი დრო აქვს, განსაკუთრებით კი ბავშვობისას. ახლა იმედი მაქვს დათა და მისი მეგობრები ივლიან იგივე გზით და თავიანთი ახალ ისტორიას დაწერენ, რომელიც შემდგომ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

ხშირად უკითხავთ რა დაგრჩენია ამ ქუთაისში ასეთი და რატომ ვერ ელევიო? ალბათ ეს ყველაფერი დამრჩა და ამიტომაც ვერ ველევი. არ ვიცი რატომ დავწერე ეს პოსტიც, ან ვის რაში დასჭირდება? პრინციპში ხელსაც ნამდვილად არავის შეუშლის და იყოს აქ. რაღაცნაირად მომინდა, რომ გამეზიარებინა და მოგიყევით, სულ ერთი ამოსუნთქვით დავწერე. აი იმ ხალხს კი ვინც ამ პოსტში საკუთარ თავს დაინახავს, შემიძლია ვასო გოძიაშვილისა არ იყოს ვუთხრა, - ჩემო კარგებო ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით უწინ.ახლაც თოვს, ახლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ არა რა, მაშინ რაღაც სულ სხვანაირად, რაღაც ჩვენებურად თოვდა♡“ - წერს არჩილ ნიჟარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი