ნანა გეგეჭკორი: ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად სასიკვდილო დაავადება - აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები

ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელ ფეისბუკში, კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტა ხნით შემოვიხედავ.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.
ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში. ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან.ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით.
ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. - ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ -19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება.
მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ -19 დაუდასტურდა.
ნიუ იორკში დღეის მონაცემებით ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები.
შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე.
არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება, სავარაუდოდ ანთებითი პროცესი რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას ახლავს თან, მით უმეტეს კოვიდ -19, გახდა იმის საფუძველი რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო.
ამ შემთხვევაში ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ.
იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები.
დიახ, შეიძლება, თუმცა მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისად, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მასშტაბები ქმნის პრობლემას.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან.
მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება.
ასევე, პრობლემას ქმნის ომიკრონის უსწრაფესად გავრცელება.
ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდის და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს.
ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადეკვატური დახმარების გარეშე რჩებიან.
ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით რაშიც ყოველ დღე მიწევს ყოფნა.
უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს.
დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს.
სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი.
ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები.
ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი.
სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება.
რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება.
ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები.
ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქიეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე.
გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები ვისთვისაც არათუ კოვიდ -19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს.
სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ.
უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
სრულად აცრის გრაფიკი ვარირებს სხვა და სხვა ვაქცინებს შორის.
ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.
კოვიდ 19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება.
სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია.
პირიქით, მეცნიერების და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას.
.S. მაპატიეთ, პოსტის ქვეშ დასმულ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. სამწუხაროდ ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო უმძიმეს გრაფიკში გვიწევს ყველას მუშაობა. ფბზეც მხოლოდ დროებით, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი დაკვირვების გასაზიარებლად გამოვჩნდი", - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუკში.
სხვა სიახლეები:
🔳 "დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას?" - რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი ნანა გეგეჭკორი
🔳 ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
🔳 შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო კოვიდ - 19, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს - გოგა ჩანადირი
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...