იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონის" შტამი დომინანტური იქნება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება. მისივ თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.
"ომიკრონს“ ძალიან სწრაფად აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში ყველა ქვეყანაში „ომიკრონის“ რაოდენობა ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი, ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან საქმე არ გვექნება“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, შესაძლოა „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
„ინფექციის მიმდინარეობა ნამდვილად შესუსტებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ლეტალობა არ აქვს და მძიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. თუ ვირუსმა შემდგომ პერიოდში რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ის იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, პლანეტაზე ყველას იმუნიტეტი ექნება“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO:უახლესი და კარგი ამბები ომიკრონის შესახებ - აი, რა უნდა იცოდე - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე
🔵საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 69 პაციენტი გარდაიცვალა
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...