"იძულებით დამაწერინეს პატაკი" - ემიგრაციაში მყოფი პოლიციელი დუმილს არღვევს

ყოფილი პოლიციელები დუმილს არღვევენ.
ხელისუფლებას ქვეყნიდან გაქცეული სამართალდამცველები ზეწოლაში ამხელენ.
13 წლიანი სტაჟის მქონე მაიორი "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რა დავალებებს გასცემდა ოცნება საარჩევნოდ.
ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი არჩევნების მოგების მიზნით, პოლიციას ხმების მობილიზებაში იყენებდა.
თუ ვინმე დავალების შესრულებაზე უარს იტყოდა, მაშინ არჩევნების დღეს ის ისჯებოდა და მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველს მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევდნენ.
ლევან გოგია დეტალურად აღწერს„ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მიცემულ დავალებებს და იმასაც ამბობს, რომ მას, ხმების სანაცვლოდ გრძელვადიან შვებულებებს ჰპირდებოდნენ.
"ლაშა ვეკუა, რომელიც მიცნობდა, მოვიდა ჩემთან დაგვეხმარე საარჩევნოდ შენს სოფელშიო და შვებულებას მოგცემთ რამდენიც გინდაო, მე უარი ვუთხარი.
პოლიციელი ვარ და არ ჩავერევი ჩვენების თემაში-თქო.
ასეთი შემთხვევები იყო ბევრი, რის შემდეგაც მე უკვე დისკრიმინაციაში ვიყავი.
ჩემით არ წავსულვარ სამსახურიდან, იძულებით დამაწერინეს პატაკი",- ამბობს ყოფილი პოლიციელი.
ოთხი შვილის მამა ლევან გოგია, რომელიც ახლა ემიგრაციაშია ამბობს, რომ მას აშანტაჟებდნენ, დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ.
ასევე, პოლონეთიდან, მაიორი, ვაჟა სირაძეს ნეპოტიზმშიც ამხელს და ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის შეფმა საკუთარი ბიძა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.
"როგორც კი სამსახურიდან გადმოვიდოდი მანქანით, ეკიპაჟით, უკან გენერალურის მანქანა მომყვებოდა ყველგან ფოტოებს მიღებდნენ.
ტელეფონითაც დაიწყეს მოსმენა.
მეუბნებოდნენ, ჩვენ ყველაფერი ვიცით შენზე და შეგვიძლია დაგიჭიროთ კიდეცო, პირად ცხოვრებაზეც ყველაფერი ვიცით და ამას ყველაფერს გამოვიყენებთო.
იქ ჩვენთან ერთად მუშაობდა ვაჟა სირაძის ბიძა.
20-მდე პროფესიონალი პოლიციის მაიორის უფროსად დანიშნა ვაჟა სირაძემ მისი ბიძა, ეს უმცროსი ლეიტენანტი.
ეს ნეპოტიზმია",- ამბობს გოგია.
აწ უკვე ყოფილი პოლიციელები კი თავის სარჩენად ან ემიგრაციაში მიდიან, ან საქართველოში სხვა საქმით კავდებიან.
წყარო: "ტვ პირველი"
ასევე დაგაინტერესებთ:
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...