იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ..
„დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1742153883
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა
ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...
1742151649
საზოგადოებადეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...
1742147726
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...
1742146353
ახალი ამბებიწაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...
1742142839
მსოფლიოუკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სუჯა დატოვეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, რათა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. უკრაინის გენშტა...