ინგრევა, იშლება, ნადგურდება ყველაფერი, რასაც თქვენი ხელი შეეხო - ნაზიბროლა რეხვიაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ჟურნალისტი, ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე,  საქართველოს მთავრობის მიმართ ემოციური მიმართვას ავრცელებს:

"რამდენი ქალის განწირული ხმა მოისმინეთ, მიშველეო და არ უშველეთ;
რამდენი ბავშვი გევედრებოდათ, გადამარჩინეო...
არ გადაარჩინეთ;
რამდენმა მოხუცმა სუსტი ხელი გამოგიწოდათ - დამეხმარეთო... და არ დაეხმარეთ...
ინგრევა, იშლება, ნადგურდება ყველაფერი, რასაც თქვენი ხელი შეეხო.
ვითომ აშენებთ და მაგ აშენებულების მსხვერპლთა რიცხვი იზრდება წლიდან წლამდე.
ითვლით მსხვერპლს და ადამიანი სტატისტიკად აქციეთ უკვე.
და არ არის ცუდი სტატისტიკა თურმე, თუ ორი, სამი ან ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, დაზარალდა...
და ასე საანგარიშო ჩხირებივით აკლებთ და უმატებთ ერთმანეთს ადამიანთა სიცოცხლეს, თითქოს მხოლოდ თქვენი სიცოცხლე იყოს ღირებული...
მერე თქვენ, საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, სხდებით თქვენს ძვირადღირებულ ავტომობილებში, მიდიხართ მაღალანაზღაურებად სამსახურებში, მდიდრულად და კომფორტულად აღჭურვილ კაბინეტებში, რომლის ოთხივე ან ერთ კედელზე მაინც პატრიარქთან გადაღებული ფოტო კიდია ისე ამაყად, როგორც თქვენ გკიდიათ ჩვენი ხმა და ბედი ფეხებზე (ან სხვაგან) და ეკლესიის იმ მაღალი იერარქიის წარმომადგენელივით გვმოძღვრავთ მაღალი ტრიბუნებიდან, ანაფორა სპეცტანსაცმლად რომ უქცევია და ღვთის სახლი - გამდიდრების (არა სულიერი, არამედ მატერიალური) წყაროდ.
და მერე ერთ ხმად (თქვენ და ეკლესიის ის მამები) გვარწმუნებთ, ყველაფერი კარგად არის, სხვა არ განიკითხოთ, ყველას თავისი მოეთხოვებაო.
ტყუილია!
ჯერ მხოლოდ ჩვენ მოგვეთხოვება თქვენი და ჩვენი ცოდვებისთვის, მხოლოდ ჩვენ, რადგან თქვენ ძმათა შორის ერთიც ვერ ვნახე, ვისაც მოეთხოვა.
თქვენ ქმნით ჯოჯოხეთს, ჩვენ მორჩილად ვცხოვრობთ ამ ჯოჯოხეთში.
და ვგრძნობთ, რომ ნელ-ნელა მოდის დრო, როცა არჩევანის გაკეთება მოგვიწევს: ან თქვენ, ან ჩვენ!
P. S. მიყვარს ეს ფრაზა: "წადი, შენი დედაც, ჯეკ!"
რა ვიცი, მოაღწევს კი ჩვენი ხმა თქვენს მაღალ ტახტრევანამდე?
თუ ვერა - მაშინ მოგვიწევს, ალბათ, მაგ ტახტრევანის შექანება და რა ვიცი, მყარად ხომ სხედხართ, ბატონებო?
თქვენი კეთილის მსურველი ნ. რ.",-წერს, ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ემიგრანტებო, „მწვანე ავიაცია“ არის კომპანია, რომელიც თქვენს გვერდით არის მაშინაც კი, როცა სხვები უკან იხევენ

🔵„სადმე ხედავთ საქართველოს დროშას? მოახერხა ეს ქოც-მთავრობამ...“ - რადაში ყველა მხარდამჭერი ქვეყნის დროშა გამოფინეს, საქართველოს გარდა

🔵სოფელ კირბალის სასაფლაოზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი

1741621047

მსოფლიო

კრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...

კრემლი

1741618565

მსოფლიო

Bild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...

ტრამპი და ზელენსკი

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი