ირაკლი ჩარკვიანი 63 წლის გახდებოდა - 27 გენიალური ფრაზა მეფის შემოქმედებიდან

19 ნოემბერი ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა.

ჩარკვიანის პირველი სოლო ჩანაწერი იყო სიმღერა War is Over. მისი პირველი სოლო ალბომი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში.

1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს კი დაიწერა „მეფეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა „საქართველო”. 

2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“.

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გთავაზობთ ირაკლი ჩარკვიანის გენიალურ ფრაზებს:

1. არასოდეს უნდა გამორიცხო, რომ შენ აბსოლუტურად ცდები და სხვები აბსოლუტურად მართლები არიან.

2. ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც კვლავ წინსვლას გაიძულებს.

3. ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. შენ და ტალღა ერთი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.

4. მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.

5. მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქით ტარების უფლება.

6. არასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს.

7. ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.

8. ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

9. სინამდვილეში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე.

10. მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.

11. დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!

12. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას… სულ ეს არის და ეს.

13. სიჩუმისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება კაცობრიობის ყველაზე დიდი უბედურება იყო.. სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით უნდა შეურიგდე, მიჰყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, თუ როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.

14. ხალხი ღიზიანდება, როდესაც მეფეს ირქმევ, მაგრამ ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ამიტომ დიდი განსხვავება არაა მეფეს დაირქმევ თუ არა, ვიღაც ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ სჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს!

15. ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.

16. მე ვარ გმირი, რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.

17. სიმართლე სჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს, რადგან ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს ჰგავს, რომელიც სწორედ მაშინ ამოდის, როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.

18. რაც უფრო მეტს გასცემ,მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.

19. ყველაზე მთავარი რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს.

20. კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას ჰგავს და ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მოიტყუოს თავი, რომ სიყვარული არსებობს.

21. ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა.

22. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!

23. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

24. თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის.

25. ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ჩვენს კავკასიურად შემოსაზღვრულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე.

26. გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას.

27. მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, რომ გახდე თვითონ შენი თავი!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732131961

სოციალური მედია

ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა ბუკინგემის სასახლეში გადაღებუ...

ლელა მებურიშვილი

1732129152

ჰოროსკოპი

„თუ ხარ ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა და დოკუმენტებს ელოდებოდა, ძალიან მალე ეს საქმე მოგვარდება“ - რას ამბობს მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს. ამ...

მარიამ ციმინტია

1732123567

სოციალური მედია

მაკა ზამბახიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი და დახვეწილი“

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფ...

მაკა ზამბახიძე

1732118502

სოციალური მედია

ბათუმში 5.900კგ ბავშვი დაიბადა - „ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ“

20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია. საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდ...

გოლიათი ბავშვი

1732113453

საზოგადოება

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ვაზისუბანში მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ცნობით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და ამოყირავდა. შედეგად, დაიღუპა მძღოლი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამო...

ავტოსაგზაო შემთხვევა