ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS).
1737278676
მსოფლიო„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან
„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...
1737275614
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...
1737271019
სპორტი„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...