ჯარიმა 500-იდან 1 500 ლარის ოდენობის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება.

რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგებული ნივთიერებები და აირები; საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური უხიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716297151

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1716294236

საინტერესო ამბები

სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე

დღეს, 21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი უდიდეს არტისტად, სტილის სიმბოლოდ და ბალერინად სიცოცხლეშივე აღიარეს. უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ...

სოფიკო ჭიაურელ

1716290749

ახალი ამბები

„2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“ - კახა კალაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.  მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფ...

პოლიტიკოსეი

1716289202

სოციალური მედია

„მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები“ - ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.  „მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები და კი ვართ ასე 31 წელია ხაჭა...

ნინო ნადირაძე

1716288280

სპორტი

„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას.  „...

იტალია