„ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ, British Airways უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა“ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი

„მიხარია, რომ ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ავიაკომპანიამ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა განახორციელა.

„მოხარულები ვართ, რომ ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, ინტენსიური, ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ და დღეს სახეზე გვაქვს, ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის შედეგი: British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა. ფრენები კვირაში 4-ჯერ განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება, საიდანაც ფრენის შესაძლებლობის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია.
იმედი გვაქვს, რომ რეისები, როგორც დღევანდელ პირველ რეისზე იყო, მომავალშიც საკმაოდ დატვირთული იქნება ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ „American Airlines“-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა „British Airways“-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

„British Airways“-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. „British Airways“-ი „American Airlines“-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, „OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა „SkyTeam“-ის და „Star Alliance“-ის შემდეგ.

„American Airlines“-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა „British Airways“-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

„British Airways“-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა