"კოვიდ 19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსისთვის მახასიათებელ სიმპტომებზე წერს.
"ც რეაქტიული ცილა არ არის არც ერთი ბაქტერიული ინფექციის სპეციფიკური მარკერი.
მომატებული ც რეაქტიული ცილა, ბაქტერიული ინფექციის სხვა ნიშნების გარეშე, კატეგორიულად არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება.
კოვიდ19-ის მკურნალობისთვის ანტობიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება.
კოვიდი ვირუსული დაავადებაა და ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, ინფექციური დაავადებების ანა ბანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ.
კოვიდ 19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება და ის ყოველთვის არ ნიშნავს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციას.
ც რეაქტიული ცილა გეუბნებათ, სადღაც არის ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის ეტიოლოგიაზე ის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა.
მომატებულმა ც რეაქტიულმა ცილამ უნდა დაგაფიქროთ ციტოკინური რეაქციის ალბათობაზე.
ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს ვისაც კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით დადასტურებული, თანდართული ბაქტერიული ინფექცია აქვთ.
მართლა უხერხულია ამაზე საუბარი ვიცი, მაგრამ ისიც აუტანელია რაც ჩემს თავს ხდება.
დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს.
ძალიან უხერხულია მართლა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, ანტიბიოტიკი მომატებული ც რეაქტიული ცილის გამო დაენიშნათ.
P.S. მაპატიეთ, პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. მორიგე ვარ და სამწუხაროდ ძალიან რთული დღე მაქვს", - წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 ამირან გამყრელიძე: ახლა ახალი რეალობაა ომიკრონთან, "მწვანე პასპორტი" უვადო არ შეიძლება იყოს
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...
1741090663
ახალი ამბებისპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა სპორ...