კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი აპირებს, რომ ცოლის შენახული კვერცხუჯრედით შვილი იყოლიოს

47 წლის ნატო ფხაკაძე, რომელიც 10 წლის განმავლობაში შვილს ელოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. დაიღუპა ტყუპი გოგო-ბიჭი, რომელიც ქალმა ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა. ახლა, ნატოს მეუღლე, რომელიც სულ მარტო დარჩა, სუროგატი დედის დახმარებით ცდილობს, შენახული კვერცხუჯრედით შვილი იყოლიოს. სიძის დასახმარებლად გარდაცვლილი ქალის და მიმართვას ავრცელებს:
„ნატო ფხაკაძე, ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა, ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დედა გამხდარიყო, თავისი ოცნებისთვის ათენებდა და აღამებდა ეკლესიებში.
გინეკოლოგიური მკურნალობის შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, ტყუპ გოგო-ბიჭზე ფეხმძიმე ნატოს სხეულმა ვეღარ შეძლო მშობიარობამდე მისულიყო და გაეჩინა შვილები, სამწუხაროდ 2 სექტემბერს სამშობიარო სახლში დასრულდა მისი სიცოცხლე, მალე მისი უნახავი ქალ-ვაჟიც იმიერში დედას ჩაეხუტნენ.
დღეს, ნატოს მეუღლე გოჩა საბანაძე მზადაა და აიყვანა სუროგატი დედა, რომელსაც ნატოს ერთადერთი ცოცხლად შენახული კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგონ, რათა დაიბადოს ნატოს შვილი.
მე ელიკო, ნატოს და, გთხოვთ უმორჩილესად, გაუწიოთ დახმარება, რადგან შესაგროვებელია 15 000 დოლარი შვილის მოსაპოვებლად, რათა ნატოს საფლავი ისევ მისმა შვილმა შეამკოს ყვავილებით, მოგმართავთ ნატოს ნაცნობ-მეგობრებს, თანამშრომლებს, უცხო და ნაცნობ ადამიანებს, ვისაც გული შეგტკივათ ნატოსთვის, დაეხმაროთ ამ მდგომარეობით დამძიმებულ ოჯახს”, – წერს გარდაცვლილი ქალის და ელენა ფხაკაძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 060 ადამიანი ემსხვერპლა.
სხვა სიახლეები:
🔳 "მწვანე პასპორტის" სავალდებულო მოთხოვნა გაუქმდა - რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
🔳 ივანე ჩხაიძე: იმედი გვაქვს, რომ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...