კულტურის სამინისტროს წერილმა ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა - ლაშა ბაქრაძე

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს პასუხად ამბობს, რომ გამოცემულ წიგნში დაშვებული შეცდომის გამოსწორება იგეგმებოდა გასწორების ფურცლის დართვით, რაც მისივე თქმით, უწყებისთვის "საკმარისი არ აღმოჩნდა".

ლაშა ბაქრაძე, ვრცელ წერილში  აღნიშნავს, რომ ლიტერატურული მუზეუმის ბიუჯეტი მცირეა, შესაბამისად,  ჩასწორებული ტირაჟის გამოცემა ვერ მოხერხდება.

ბაქრაძის წერილში ნათქვამია, რომ მუზეუმისგან სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

"ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.

ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავაბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით "მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად".

მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში.

ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მითუმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს", - წერს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, კულტურის სამინისტროს დღევანდელმა განცხადებამ ძალიან ბევრს, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

"არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე" მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც "საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა". სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია".

ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო - ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები "მივაკუთვნო"?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან "გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას" და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ "რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა", რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით "სისტემისთვის" საფრთხის შემცველია", - წერს ბაქრაძე.

დღეს, 17 იანვარს, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში შეცდომაა - ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს არის მიკუთვნებული. კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ლაშა ბაქრაძეა, შესაბამისად, მასთან ამ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მათთან ამასთან დაკავშირებით მოქალაქეთა "აღშფოთებული წერილები" შევიდა. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ტრაგიკული შემთხვევა წალენჯიხაში - დედას შვილმა შემთხვევით კისტის თოფიდან ესროლა, ქალი დაიღუპა

🔵ქმარი როდესაც გარდაიცვალა, ცოლმა იურისტს მიმართა, რომ მემკვიდრეობაზე უფლება მიეღო, მაგრამ მას უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა

🔵სოფელი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება - მილია ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი ადგილია საბერძნეთში (ფოტოები)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741703454

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...

ირაკლი კირცხალია

1741702225

საზოგადოება

11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...

გორი

1741701596

საზოგადოება

პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...

პაკისტანი

1741700654

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის

ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკ...

გიორგი ვოლსკი

1741700538

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის

მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერ-ჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან, მათი მთავრობებისგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შე...

 თორნიკე ჭეიშვილი