ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ხედვასთან, რაც თანამშრომლობის კარგ საფუძველს ქმნის

ჩვენ ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებს, გვაქვს კარგი დიალოგი და მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ ბევრად უფრო გაუმჯობესებული თანამშრომლობა გვექნება, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით აშშ-თან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მის ბოლო შეხვედრაზე აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ახალი ადმინისტრაცია ახალი პრიორიტეტებით, მიზნებით და ამოცანებით, მათ შორის, იდეოლოგიით, რომელიც სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან და ხედვასთან. ეს წინაპირობები ქმნის კარგ საფუძველს იმისა, რომ ამაზე ავაშენოთ თანამშრომლობა და ის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და რომელიც, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა, დააზიანა ჩვენი ურთიერთობები და გარკვეულწილად, დროში შეაფერხა ეს დინამიკა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღდგება, განახლდება და იმედი მაქვს, რომ თვისებრივად და ხარისხობრივად ახალ ეტაპზეც შეიძლება გადავიდეთ. ამ ყველაფერს ვხედავთ, თუმცა ამას დრო სჭირდება - ახალ ადმინისტრაციას გააჩნია ძალიან ბევრი პრიორიტეტი. საქართველო არ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა, გამოწვევები მსოფლიოში ბევრია და გამოწვევები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებსაც აქვს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას სჭირდება დრო, რომ ეს დინამიკა ყველამ ერთად დავინახოთ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ინერციას, რომელიც წინა ადმინისტრაციის პერიოდიდან მომდინარეობს. „მეგობარი“ აქტი ამ ინერციის გაგრძელებაა. ეს აქტი, რა თქმა უნდა, არც მეგობარია, არც მეგობრული და საერთოდ, არ ჯდება მეგობრობის კონტექსტში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, რომ „მეგობარი“ აქტი არ იქნება მიღებული.
მისი თქმით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აქტის მიღებას ეწინააღმდეგებიან და მხარს უჭერენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას, აღდგენას, გადატვირთვას და განვითარებას.
„აქედან გამომდინარე, მეც იმედი მაქვს, რომ ეს აქტი საბოლოოდ არ იქნება მიღებული. მით უმეტეს, თუ შინაარსს ჩავხედავთ - ეს არის აბსოლუტურად იმ ინერციის, იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო და საერთოდ არ არის თანხვედრაში და აბსოლუტურად აცდენილია ახალი ადმინისტრაციის ხედვებთან და პრიორიტეტებთან“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
1744047966
საზოგადოებაგვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი
გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი,...
1744047812
საზოგადოებაგვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა
„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“- ამის შესახებ გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნ...
1744044925
მსოფლიოდონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალ...
1744043262
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორი...
1744041758
საზოგადოებასაქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა
იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...