ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას: თქვენ ერიდებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან იცით, ლუსტრირებული ხართ და თქვენი რეიტინგი განახევრებულია

„თქვენ ერიდებით მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ, რომ იცით სრულიად ლუსტრირებული ხართ. იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული. იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი თქვენთვის არის წარმოუდგენელი და ზუსტად იცით, რომ „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად დაგამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ჩვენ ხალხს სურს ეროვნული ხელისუფლება. ჩვენს ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამი რადიკალური პარტია ცდილობს გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალობა საპირისპიროა.
„როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როდესაც თუ გადავხედავთ გვარამიას პარტიას და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობა“ არიან თავიდან ბოლომდე. გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ხაზარაძე ბიზნესპარტნიორი გახლავს ამ პარტიის და მსურს ფაქტები ჩამოვუთვალო ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას და ვამხილო თუ რატომ არიან ისინი ერთიანი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“:
თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო; ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის; ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით; ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში; ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში; ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი რუსულია; ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი ანტიელგებეტეპროპაგანდა კანონს; ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას; ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს; ერთად ცდილობთ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას; ერთად გააგზავნეთ „დანოსი“ ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი; ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და დასჯას; ერთად აორგანიზებდით 4 რევოლუციას; ერთად ცდილობთ ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციას; ერთად ხართ ჩასაფრებულები სტიქიებსა და ტრაგედიებზე; ერთად აჟღერებთ ერთიან მესიჯბოქსს და ერთად იმართებით ქვეყნის გარედან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1742313197
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება ვლადიმირ პუტინს - სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს
პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ. „სატელეფონო საუბარი კარგად მიმდ...
1742311228
მსოფლიოიტალიის პრემიერი: ევროპული ჯარები უკრაინაში? სარისკო და არაეფექტური ვარიანტია
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. „ისევე როგორც მიგვაჩნია,...
1742310409
მსოფლიოუნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც LGBTQ+ პრაიდს კრძალავს - Associated Press
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოიყენოს სახის ამოცნობის პროგრამა მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. ამის შესახებ სააგენტ...
1742309743
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ. „რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თა...
1742308166
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება
„საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. დეპუტატ...