მაია ბითაძე: ბრიტანეთმა შეითავსა ბაიდენის ადმინისტრაციის მავნებლური პოლიტიკა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ იქ ყველა [ერთნაირად] ფიქრობს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპელ კოლეგებთან, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, მალტის, ბელგიის შვეიცარიის, საფრანგეთის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებს კონკრეტული ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, დაასანქციროს ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

„ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შევხვდით ადეკვატურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების სურვილს, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ამ სახელმწიფოში. მათ ძალიან კარგად ესმით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის 20 პროცენტი რუსეთის ქმედებების შედეგად და ნაციონალური მოძრაობის დახმარებით გაფორმდა ოკუპირებულად. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არ შეიძლება ევროპის ბიუროკრატიის ქმედებების ასეთ სტილში გაგრძელება, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას რწმენა ეკარგება და უფასურდება თვითონ ევროპული ღირებულებები. მათ ძალიან კარგად ესმით ჩვენი მდებარეობა, ის გეოპოლიტიკა, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროპაში გადაწონის საღი აზრი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რა სიტუაციაში ვართ დღეს: მოვისმინეთ საფრანგეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ აპირებს პალესტინის აღიარებას; იქ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ჭიდილს ყველა სახელმწიფოსთან ტარიფების თემასთან დაკავშირებით; იქ ვხედავთ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გაჭიანურებას და ამ ფონზე ევროპარლამენტარები თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, როგორიც მაგალითად [მიხაილ] გალერიმ გააკეთა. ძალიან კარგად იკვეთება ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომუნისტური და ასევე ფაშისტური მოწოდებები, როდესაც ადამიანის ქონების (თან ვისი, ბიძინა ივანიშვილის, რომლის როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან დიდია) ექსპროპრიაციაზე საუბროს.

ახლა ვხედავთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეითავსა ბაიდენის ადმინისტრაციის მავნებლური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასანქცირებს ვის - მოსამართლეებს, ასანქცირებს ახლა უკვე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, თან არც აკეთებს განმარტებას ერთი წინადადებითაც კი. ოთხი სიტყვით ამბობს, რომ ადამიანს უფლებების მასობრივ დარღვევებში, თუ განსაკუთრებულ დარღვევებში არიან შემჩნეულები ეს ადამიანებიო და რომელში, - არ გვეუბნება. ასეთი უაპელაციო განცხადებით არღვევენ იმ დემოკრატიის პრინციპებს, რაზეც ბრიტანეთი იდგა და მაგალითი იყო მთელი მსოფლიოსთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოსთან ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლების მიერ იყო დაპყრობილი, მაგრამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მედეგობა. ჩვენთვის ევროპული ღირებულებები პირველ რიგში არის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა და თავის შეკავება იმისგან, რომ ბატონ-ყმური, მბრძანებლური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, ძირი გამოუთხარონ ძალოვან სტრუქტურებს და იფიქრონ იმაზე, თითქოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეშფოთდება იმის გამო, რომ უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს რომელიმე სახელმწიფო და ამიტომ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი რელიგიისთვის მილიონობით ქართველს საუკუნეების განმავლობაში თავი შეუწირია. ასე რომ, ეს არის ფუჭი ქმედებები და სამწუხაროდ ეს სახელმწიფოები ძირს უთხრიან ევროპულ სტრუქტურებს, ძირს უთხრიან საკუთარ რეპუტაციას და ამის ნათელი მაგალითი იყო ილჰამ ალიევის განცხადება, მათ შორის, როდესაც საუბარია შუა დერეფანზე, ეკონომიკურ კავშირებზე აღმოსავლისა და დასავლეთ შორის“, - განაცხადა ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი

1744920197

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

 საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...

პაპუაშვილი

1744919114

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა

 რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...

პაპუაშვილჯ

1744915581

ახალი ამბები

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...

სოზარ სუბარი