მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია

ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ამის გარეშე ჩვენ ვერ განვახორციელებთ დაკავშირებადობის პროექტებს – თუ გვაქვს მხარეები, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ვერ განვავითარებთ თანამშრომლობას ორივე მხარესთან. ასე რომ, საქართველოს მაგალითი საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ შევიმუშავეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მრავალ აქტორთან ჩვენს რეგიონში, გარდა მეზობელი ქვეყნისა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის უმეტეს ქვეყანასთან. ეს ნამდვილად აძლევს ერთგვარ დამატებით იმპულსს საქართველოს განვითარებას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ კვანძს. როდესაც საქმე ეხება ინტერესთა დაბალანსებას, ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი იქნება, საშუალება მივცეთ ქვეყნებს, განავითარონ თავიანთი სუვერენიტეტი, საკუთარი ეროვნული ინტერესები და შემდეგ ითანამშრომლონ ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდ. ასე რომ, ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ. არის ქართული ინტერესებიც, რაც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. იგივე ეხება ჩინეთს და სხვა მოთამაშეებს რეგიონში. ასე რომ, არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ აქ უნდა განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, განვავითაროთ პარტნიორობა. ვფიქრობ, გვაქვს ეს პოტენციალი.
უამრავი წარმატებული პროექტია, რომელიც განვითარდა სამხრეთ კავკასიაში პარტნიორობით, ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან. ეს პროექტები უკვე ათწლეულებია, არსებობს და ეს არის მეზობლობის კარგი მაგალითი რეგიონის ქვეყნებს შორის. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ მეტი შევთავაზოთ უფრო ფართო რეგიონს. რა იქნება ევროკავშირის სტრატეგია? რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ამბიცია, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და მკაფიო განაცხადი, რომ სურს, იყოს ევროკავშირის წევრი და მოძრაობს ამ მიმართულებით.
ისევ და ისევ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში. ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაზე და ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. იმედი მაქვს, დასრულდება და ვიმედოვნებ, დასრულდება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით. ეს არის იმედი ამ მომენტისთვის და ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორი განვითარებები იქნება უსაფრთხოების კუთხით, რაც აუცილებლად იმოქმედებს შავი ზღვის უსაფრთხოების მექანიზმებზე. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის წარმოდგენა, როგორ იქნება შავი ზღვა უსაფრთხოების თვალსაზრისით სამი წლის შემდეგ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1744956549
საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...
1744956210
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...
1744920197
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...
1744919114
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...
1744915581
ახალი ამბებისოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...