"მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?" - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილის კრიტიკას ეხმაურება

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მისი და მისი მომავალი ბავშვის მამის, დათო კოდუას რომანის შესახებ დაწერა და ფოტოები გამოაქვეყნა.
მას შემდეგ რაც პაიჭაძემ ფოტოები გაავრცელა, მოდელისა და ტელეწამყვანის გარშემო სკანდალი ორი დღეა გრძელდება.
აღნიშნულ ფაქტს კრიტიკით, როგორც საზოგადოების ნაწილი ასევე, ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ.
სუროგაციის ცენტრის "ინვიტრო"-ს დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ალექსანდრა პაიჭაძის გამოქვეყნებულ ფოტოებს პოსტი მიუძღვნა, რომელშიც ის დათო კოდუას საჯაროდ მიმართავს და აკრიტიკებს.
"დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, კარგის მეტი არაფერი მინდა არცერთი ქალისთვის, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია. ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ…
კოდუა, შენ კი პიტალო ყ** ხარ. ქალი რომ შენს წარსულს პატივს არ სცემს და მაიმუნთან აიგივებს, მაიმუნთან ცხოვრობდიო, ბრმა იყავიო, გეუბნება, შენი შვილების დედა მაიმუნია, რომელსაც თითქმის ყოველდღე, სთორიში თუ ისე, ამ ფოტოებს ვუძღვნი, რათა შენმა შვილებმაც დაინახონ, რომ მათი დედა მაიმუნია, მამა კი ისეთი პიტალო ყ**, რომელიც მარტო უნდა წეწო, პარსო და წეწო, წეწო და პარსოვო...
შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა… გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა ყ**. და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად", - დაწერა მარიამ კუკუნაშვილმა.
სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე მარიამ კუკუნაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მას პაიჭაძე პირად ტელეფონზე ურეკავს, ის კი არ პასუხობს.
"ბოდიში ალექსანდრა, შენთვის ცუდი არ მინდა.ყველა ქალისთვის მინდა და მთელი გულით მემეტება სიმშვიდე და გვერდით დასაყრდენი, ჩამოყალიბებული კაცი. ბოდიში, მაგრამ ვერ გიპასუხებ.
ქალების ნაწილი რომ კამბალა თევზები არიან და კოდუას ყოფილი ყველაზე ამაზრზენი არსება დედამიწაზე, მაგაზე ახლა მე და შენ დიალოგი ვერ გვექნება და შეწყვიტე რეკვა.
მთელი გულით გისურვებ სიკეთეს და სიყვარულს…
პ.ს. სიყვარული იავარდით მოფენილი სწორი ბილიკი არ არის. ხანდახან იცის ხოლმე გზებმა აცდენა, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდე და თუ ვერ დაბრუნდები ვერავინ და ვერაფერი გამოდგება ინდულგენციად.
მითუმეტეს, ბავშვები არ არიან საშუალებები, ორსულობა არ არის საშუალება და თუ არის, მაგ ლოგიკით მოდით, ჯერ უკვე გაჩენილ, თავმოყვარე ბავშვებზე იფიქრეთ, რომლის დედასაც ყოველდღე მაიმუნს ადარებენ, ისე თითქოს საკმარისი არ იყოს ის, რაც სტკივათ.
გსმენიათ რამე ამ ასაკის ბავშვების თვითმკვლელობაზე?" - წერს კუკუნაშვილი.
მარიამ კუკუნაშვილს პოსტის კომენტარებში ალექსანდრა პაიჭაძემ უპასუხა და მათ შორის საკმაოდ მძიმე დიალოგი გაიმართა:
ალექსანდა პაიჭაძე: ღმერთო, რა სიმდაბლეა, მარიამ, მაინტერესებს რატომ წერ ცილისმწამებლურ პოსტს. დამირეკე რა, არცერთ სიტყვაში არ გეთანხმები და უბრალოდ ამიხსენი ამას რატომ უკეთებ მართლა დათოს.
მე მკიდია ჩემზე რას იფიქრებთ. არ იცით საერთოდ რეებს კადრულობს მისი მეუღლე და რას შვრება ამ ცხოვრებაში და გეხვეწებით სანამ სასამართლოა რა ჯანდაბა გჭირთ.
ერთი სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ ზუსტად ქალური სოლიდარობის გამო. ოჯახზე ერთობაზე და სიყვარულზე, გთხოვ, ნუ ლაოპარაკობთ.
მე-9 თვეში ვარ ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია, თან ქალებმა. რომლებმაც არ იცით.
მარიამ კუკუნაშვილი: კოდუა და მისი ფულები რომ არ მშურს, მაგაში მაინც ხო არ გეპარება ეჭვი.
შენ შეძლებ რომ ბევრად კარგად იყო. "ორანგუტანგებთან“ გასაყოფი კაცი არაფერში გჭირდება, იქ ესპანეთში რომ დაასეირნებს შიგადაშიგ. თავად წეროს კოდუამ პოსტები თუ რა ძვირფასი ხარ.
მოკლედ, მე გაფასებ, მიყვარხარ და მეტი მემეტება შენთვის და ყველა ქალისთვის. იმედია, მოვა დრო და გამიგებ.
ალექსანდრა პაიჭაძე: მარიამ, დათო კოდუაზე კარგი ადამიანი არ არსებობს. რას ნიშნავს არ გემეტები.
მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს? მაგ ქალის დახასიათება მოგწერე და ნახე აქ არ დამადებინო გთხოვ.
ესპანეთს რაც შეეხება. დათომ თავისი სულგრძელობით, ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა... მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა.
ხოდა ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია. არ უყვართ ერთმანეთი ამდენი წელია.
შენ პასუხი მოგეთხოვება ამ სტრესისთვის.
ისე ცუდად ვარ. რამე რომ მომივა მარიამ კუკუნაშვლის მოკითხეთ, აზრზე რო არ არის სხვის ოჯახში რა ხდება და მე რო არაფერ შუაში არ ვარ. და ამხელა ცილისწამება და სტრესი მომაყენა დაუმსახურებლად. პირუტყვი საშინელი ადამიანის დაცვით!
ინფორმაციისთვის, ალექსანდრა პაიჭაძე და დათო კოდუა პირველ საერთო შვილს ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან.
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...