მეცინება ამ "ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე"! - ჩერგოლეიშვილი მარგველაშვილისა და სააკაშვილის შეხვედრაზე

მეცინება ამ "ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე"! არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი - ასე ეხმაურება ქვეყნის მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრას ჟურნალ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„2013 წლის შემოდგომაზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავცვივდით. მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან დიპკორპუსს არ დაემშვიდობა (ნუ არც ჩვენ დაგვემშვიდობა, მაგრამ ეგ არ მანაღვლებდა). ამ თემაზე დავურეკე, ვთხოვე ჩამოსულიყო და გამოსამშვიდობებელი მიღება გაემართა დიპლომატებისთვის. ამასთან, ვთხოვე, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა - ვთვლიდი, რომ ეგ სურათი ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული ტრადიციისთვის, როდესაც წინა პრეზიდენტი, მომავლის ინაუგურაციას ესწრება.
დიალოგიც მახსოვს, მარგველაშვილი დამსახურებულ უცენზურო ეპითეტებში ამოვგანგლე, მაგრამ სააკაშვილს ვუხსნიდი, რომ მარგველა როგორი არარაობაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტად აირჩიეს და რადგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია შევქმენით, ახლა პრეზიდენტების ინაუგურაციის ცივილიზებული ტრადიციაც შევქმნათ, დავდგეთ არარაობებზე მაღლა და პატივი ვცეთ ინსტიტუტებს მეთქი.
ჩამოვიდა, დიპლომატების მიღება გააკეთა, მაგრამ ინაუგურაციის წინა დღეს მოგვიტყდა - ეგ თხოვნა არ შემისრულა, როგორც ყველამ შენიშნეთ, მარგველას ინაუგურაციას არ დასწრებია. ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, მეგობრის რჩევა იყო, თუ მტრის, რასაც ვურჩევდით?პატრიოტის რჩევა იყო, თუ მოღალატის, რასაც ვურჩევდით?მე მგონია რომ ის რჩევა იყო, რაც პატრიოტ მეგობარს უნდა მიეცა, და ახლაც იგივეს ვურჩევდი დრო რომ დავაბრუნოთ, როგორი ისტერიკაც არ უნდა გაემართა.
მე მგონია, რომ კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს სურათი სადაც წინა პრეზიდენტი შემდეგის ინაუგურაციას ესწრება.მე მგონი რომ ეს სურათი დღევანდელ პროცესსაც სანდოობას შესძენდა. მარგველაშვილი როდესაც პრეზიდენტი გახდა, მას ხელში ჰქონდა ინსტრუმენტი და შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური დევნის დასრულებაში. გასაგებია, რომ საბოლოოდ ივანიშვილის გადასაწყვეტი იყო, პოლიტიკური დევნა დასრულდებოდა თუ არა. ნებისმიერ შეწყალებას შეიძლება ახალი ბრალი და მსჯავრი მოჰყოლოდა.
მაგრამ, მარგველაშვილის ხელიდან, სწორი სიგნალი გაშვებული იქნებოდა - ინსტიტუტის მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, ქართული დემოკრატიული ტრადიციის აგებაში დადებული აგურია! მაგრამ მაშინ მარგველაშვილს ეს არ აწყობდა - დემოკრატიული ტრადიცია არ ანაღვლებდა, სააკაშვილი მაშინ მტერი იყო.
ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ეროვნულ თანხმობაზე ფიქრი, მის პრიორიტეტებში არ შედიოდა მაშინ. დღეს, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, იმ ბიძინა ივანიშვილის, ვინც მარგველაშვილი პრეზიდენტად დასდო. თავად მარგველაშვილს, პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, დევნის დასასრულებლად და პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაფერი გაუკეთებია. ახლა სააკაშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია და მარგველაშვილი მხრიდან მისთვის "პუტინის პატიმრის" ძახება არარელევანტურ მარგველაშვილს რელევანტურობას სძენს.
მე ვერ ვხვდები, მის სიტყვებს ვინმე რატომ უნდა ენდოს? მოკლედ, აი ესაა რის გამოც მეცინება ამ "ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე"! არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.
წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ბოლო 2 წელია ნაკლები დაიბადა ვიდრე გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე
🔵 ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2022 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...