მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ
7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ.
ადვოკატები სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ.
"სასამართლოს როგორ შეიძლება იმაზე უარესი დაემართოს, ვიდრე არის ბრალდებულის გარეშე პროცესის ჩატარება. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
ამავე თემაზე:
🔲 პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება - რა განმარტებებს აკეთებს უწყება
1736597953
მსოფლიო„ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას“ - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო
ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობი...
1736595287
ახალი ამბები„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი, მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ“ - ლევან მაჭავარიანი
„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს “ე...
1736590080
მსოფლიობაიდენი: პუტინი რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების შანსი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ნავთობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შემდეგ. „პუტინი ახლა რთულ მდგომა...
1736589041
მსოფლიოპრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც...
1736587735
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხ...