მიხეილ სააკაშვილი: ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, მეც თქვენს რიგებში ვარ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოჭრილი დიალოგის შეთავაზებას მიესალმება.
"მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ.
მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.
ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.
ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს:
ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის.
მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას!
ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც.
ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც!
სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვალად გაგრძელდება.
ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!
აბა თქვენ იცით!
გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
16 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე სიახლეები:
🔲 ხატია დეკანოიძე: მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო
🔲 პრეზიდენტი: ვალდებულად ვთვლი, რომ შერიგების პროცესი დავიწყო
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...
1741082834
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...
1741081497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...