მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა - პატრიარქის სამძიმარი რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო პოეტის, რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სამძიმარს აქვეყნებს.

"საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. 

მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა",-ნათქვამია, პატრიარქის წერილში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში ორი ქართული სიმღერით „ზამთარიათი“ და „საქართველოო ლამაზოთი“ გააცილეს უკანასკნელ გზაზე - გოგა ჩანადირი

🔵იტალია: წითელი ზონის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონები

🔵სუხიშვილები იტალიაში - მილანის ლა-სკალას თეატრს მსგავსი ოვაციები არ ახსოვს, ბისმა ენრიკო კარუზოს “რეკორდს“ გადააჭარბა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741978397

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვაზე: ალამუთის ციხე დაეცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვის ფაქტს ეხმიანება. „ალამუთიც ციხე დაეცა”, - წერს შალვა პაპუაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გ...

შალვა პაპუაშვილი

1741975537

საზოგადოება

მდ. არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინა...

არაგვის ხიდ

1741974740

სპორტი

ქართველი მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ისრაელელ მეტოქეს მელქამუ ფეტენეს სძ...

დიმიტრი ხაჩიძე

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი