მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის რასაც ჩემზე წერთ,აიცერით!-ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავის გადასარჩენად აიცრან და დაიცვან ჰიგიენური ნორმები. ექიმი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ამით ადამიანები თავის გადარჩენას შეძლებენ.
"პანდემიის დაწყების დღიდან ერთი და იმავეს ვიმეორებ. რაც მეტად ვუგულვებელყოფთ პრევენციის წესებს, მეტი გავრცელების არეალს ვუქმნით ვირუსს. რაც უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, მით უფრო მეტად მრავლდება ვირუსი, გამრავლებისას კი უშვებს “შეცდომებს” ანუ ქმნის მუტაციას. მუტაციები, დიდწილად ვირუსის წინააღმდეგობასთან ადაპტირებას ემსახურება. მუტაცია არასასურველ გარემოში გადარჩენას ასწავლის ვირუსს.
ამიტომაც არ ვიღლებით, ბევრნი, წერით და საუბრით აიცერით, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელ-პირი, პირბადე ნიკაპზე კი არა ცხვირ-პირზე მოირგეთ.
თქვენთვის, თქვენს გადასარჩნად ვამბობთ ამას, თორემ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცერით და ნიღაბი არ მოგვიძვრია ცხვირ-პირიდან პანდემიის დაწყების დღიდან.
ასაცრელად მიმავალი ლიფტში, მესენჯერში დაგროვილ კითხვებს ვპასუხობდი. ერთ-ერთ წერილში გრძელი წყევლა იყო ბოლო წინადადებით, ფაიზერით აცრისას ამოგხდეს სულიო… ავტორს ფბ ეკლესია ჰქონდა გამართული და ლოზუნგად ეწერა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქიო”…
ფაიზერით ავიცერი აქედან სულ რამდენიმე წუთში. მეცნიერების წყალობით სული არ ამომხდა, ვერ მივანიჭე სიამოვნება ამ წერილის ავტორს.
მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის რასაც ჩემზე წერთ, ჩემი ოჯახი კომენტარებში კითხულობს და განიცდის, მაინც გირჩევთ;
აიცერით, თავს უშველეთ სანამ კოვიდ-სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი გამხდარხართ…
აიცერით + ატარეთ ნიღაბი ცხვირ-პირზე და არა ნიკაპზე + დაიცავით დისტანცია + დაიბანეთ ან გაისტერილეთ ხელები საეჭვო ზედაპირებზე შეხებისას + იზოლაციაში მოექეცით როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდებათ…
ეს ფორმულა არ მუშაობს რომელიმე მდგენელის ამოვარდნისას. ყველა წესის ერთდროულად დაცვაა საჭირო.
და ბოლოს…
სუფთად იცხოვრეთ და თქვენს ქმედებებს გონება მიაყოლეთო ამას გვასწავლის კორონავირუსი…
უხერხულია უბრალოდ, კიდევ რომ შესახსენებელია ეს ამბავი…",-წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ტყიბულის შახტაში მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარება მძიმეა
🔵იტალიაში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...
1740770546
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...