მხუთავი აირით მწვავე მოწამვლა - რა უნდა ვიცოდით?

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 21-ე საუკუნის საქართველოში კვლავ დაუძლეველ გამოწვევად რჩება.
მაინც რა არის ბუნებრივი აირი, როგორი ხდება ინტოქსიკაცია, როგორი მიდინარეობა აქვს მას და რა არის დაიაგნოზტირებისა და მკურნალობის გეგმა?
ბუნებრივი, იგივე მხუთავი აირი, არის უსუნო, უფერო და მისი შემჩნევა ძალზედ ძნელია, ამიტომ მას „უხილავ მკვლელსაც“ უწოდებენ.
ინტოქსიკაციების შემთხვევები წლის ნებისმიერ მონაკვეთში ვლინდება და ის შეიძლება განვითარდეს ხანძრის გაჩენისას ან გაუმართავი ხელსაწყოთი (გამათბობლით) სარგებლობისას.
მხუთავი აირის ატმოსფერულ ჰაერთან ერთად ფილტვებში მოხვედრისა და ალვეოლურ კაპილარებში სწრაფი გავლის შემდეგ, ნახშიროჟანგი იხსნება სისხლის პლაზმაში, გადადის ერითროციტებში(სისხლის უჯრედში) და შედის რეაქციაში ჰემოგლობინთან. ამის წვის შედეგადაც წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი (HBCO), რაც სისხლისა და ქსოვილური ჰიპოქსიის დასაბამია.
ჰემოგლობინის ნახშიროჟანგით გაჯერების ხარისხი დამოკიდებულია ჩასუნთქულ ჰაერში CO-ს კონცენტრაციაზე და მასთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე. კარბოქსიჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში თუ 50%-ია – მძიმე ინტოქსიკაციაა, ხოლო თუ 70%-ია – სიცოცხლესთან შეუთავსებელია.
ნახშიროჟანგით მოწამვლისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომთა შემდეგი ჯგუფები:
ფსიქოლოგიური სინდრომი
ყველაზე ადრე თავს იჩენს ზემოთაღნიშნული, რაც გამოწვეულია თავის ტვინის და ქერქქვეშა კვანძების შიმშილით (ჟანგბადის ნაკლებობით). ავადმყოფი უჩივის თავის ტკივილს განსაკუთრებით შუბლისა და საფეთქლის არეში, სარტყელის მოჭერისებურ თავის ტკივილს, თაბრუსხვევას, გულისრევა-პირღებინებას,ცნობიერების დარღვევას კომატოზურ მდგომარეობამდე.
ნეირო ფსიქიკურ მოშლას თან ახლავს ფსიქოზური მოვლენებიც: მეხსიერების დარღვევა, სმენითი ჰალუცინაციები, მანიაკალური მდგომარეობა.
რესპირატორული სინდრომი
დამახასიათბელია: სუნთქვის გაძნელება, ყელში წვის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ხმის ჩახლეჩვა, ხველა ნახველით.
შესაძლოა განვითარდეს: სასუნთქი გზების დამწვრობა, პნევმონია, პნევმონიტი, ობსტრუქცია(დახშობა).
ტროფიქული მოშლილობანი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ტროფიკული მოშლა ხშირად გამოწვეულია მანქანის გამონაბოლქვით ან ინტოქსიკაციის დროს, როდესაც ნახულობენ უგონო მდგომარეობაში. ის ვითარდება პოზიციური ზეწოლისას (ზეწოლა ხდება საკუთარი მასით სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე) და იმ ადგილზე კვება ფერხდება, ირღვევა უჯრედული ნივთიერებათა მიმოცვლა და იწამლება ორგანიზმი. მძიმე მიმდინარეობისას კი თავს იჩენს თირკმელების უკმარისობა და ნეკროზული დერმატომიოზი.
რაც შეეხება დიაგნოზტირებას, პირველ რიგში ხდება კარბოჰემოგლობისნის დონის და აიროვანი შემადგენლობის (PO2, PCO2, PH, SO2)-ის განსაზღვრა სისხლში. კარბოქსი ჰემოგლობინის განსაზღვრა რაც შეეხება მალე უნდა მოხდეს, რადგან ყოველი ჩასუნთქული ჰაერისას ქვეითდება მისი დონის მაჩვენებლები, რაც სიმანდვილეში არარეალურია.
დამატებით კვლევებად მიჩნეულია: ელექტროკარდიოგრამა (გულის-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების გამოსარიცხად), რენდგენოგრაფია (რესპირატორული სინდრომის გამოსარიცხად), და კომპიუტერული ტომოგრაფია (ცენტრალური ნერვული სოსტემის ფუნქციონირების შესამოწმებლად).
ინტოქსიკაციას ახასიათებს სტადიურობა:
საწყისი- ზოგადი სიმპტომატიკა
ცნს-ის დათრგუნვა
კომატოზური მდგომარეობა: სტოქსის სუნთქვა -პერიოდული სუნთქვის ერთ-ერთი სახე (ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება, შემდეგ კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება), სოვილების ნეკროზი, თირკმელების უკმარისობა…
მკურნალობა: ძირითადად ვიყენებთ ოქსიგენოთერაპიას (ჟანგბადის მიწოდებას პაციენტისთვის ნაზოგასტრალური მილით ან ნიღბით) და ჰიპერბარული ოქსიგენოთერაპია, რაც გულისხმობს მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდებას, რათა კარბოქსიჰემოგლობინი გამოდევნოს ორგანიზმიდან. ასევე იყენებენ ჰემოდიალიზსრენული სინდრომის მოსახსნელად და შემდეგ პრეპარატებს:
აცილოზი- ანტიოქსიდანტია და აჩქარებს კარბოქსიჰემოგლობინის დაშლას
დიაზეპამი- ცნს-ის დარღვევით გამოწვეული კრუნჩხვების მოსახსნელად.
გამოყენებაშია გლუკოზის 5-10% ხსნარი, ინსულინის 12 ერთეულსა და B1,B6,C ვიტამინს.
წყარო:mydoc.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქოცებს არაფერი ეშველებათ, ნაცებიც მაგ კონდიციამდე მივლენ - ნიკა გვარამია
🔵"ნუ ღრიალებ" - ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ფრაზა 22 000 დოლარად იყიდება
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...