მოძღვარმა ქალბატონი რუსუდანი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად  ,,მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ  ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან  თავართქილაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად  ,,მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა,-ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს,  ეხმაურება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ინფორმაცია ნაწილობრივ დადასტურდა, მოძღვარს  დეკანოზ  ლუკა მიქაბერიძეს გაფრთხილება მიეცა. ეპარქიის განცხადების მიხედვით, რუსუდან თავართქილაძე და მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ და პროვოკაციულ გამოსვლებ, რასაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

„22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ  ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან  თავართქილაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად  ,,მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანიზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც  ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო  პირების მხრიდან  ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის.

მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს“,-ნათქვამია, ეპარქიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵პსრ ტესტი პოზიტივი მომივიდა პასუხი, გადავაკონტროლე და ახლა მომივიდა ნეგატივი, ვზივარ კოვიდ სასტუმროში ორი პასუხით - ვატო წერეთელი

🔵ჭიაბერაშვილი მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”, გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა - სანდრო ბრეგაძე

🔵ძველმა დაქალებმა ლოტოში მოგებული ფული ვერ გაიყვეს და იჩხუბეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი