მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება ქვეყანაში, საქმე, საქმე და საქმე – მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობამ წელს უნდა შეცვალოს არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შეუქმნას სამუშაო ადგილები, შეამციროს სიღარიბე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ამ წელს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი სამი წელი არჩევნები არ იქნება და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მხოლოდ სოციალური ფონის გამოსწორება უნდა იყოს.
ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.
„ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, შეგახსენებთ, ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს.
მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე – მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - ირაკლი ღარიბაშვილი
🔵ხანძარს 9 ბავშვის სიცოცხლე სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა (ვიდეო)
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741953015
ახალი ამბები„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...
1741952765
ახალი ამბებივოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა
„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...
1741949034
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი
„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ...