"მორგში რიგებია მიცვალებულების წასაყვანად, ეს ჯოჯოხეთია" - რას წერს ჟურნალისტი ნატო გოგელია

ჟურნალისტი ნატო გოგელია ყველას მოუწოდებს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ, რომ იგივე ტრაგედია არ განმეორდეს, რაც მის ოჯახში დატრიალდა. 

"რამდენიმე ადამიანმა ჩამიგდო სქრინი, სადაც ერთი "ალტინფოელი" ანტივაქსერი მლანძღავს და ჩემ მიერ გაგზავნილ საპასუხო "იდი ნა…ზე" საოცრებებს წერს… ეს ის შემთხვევაა, როცა არ მაინტერესებს, რას იტყვის ვიღაც ტვინგამორეცხილი და რას უპასუხებენ მისი მიმდევრები.

ეს ის შემთხვევაა, როცა საჯაროდაც შემიძლია ვუთხრა _ იდი ნა ხ…ი!

თქვენ კი აიცერით, ხალხო!

აუცილებლად აიცერით!

დღეს ბაბუა უნდა დავკრძალოთ _ ჩემთვის განსაკუთრებულად სხვანაირი და გამორჩეული!

სახლში, სამსახურიდან მისულს პირველი რომ მკითხვდა, ხომ არ გშიაო.

ის ბაბუა, რომელიც ყველაზე პირველად დარეგისტრირდა აცრაზე, მაგრამ ვერ ავცერი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა ამის საშუალება!

სამწუხაროდ, ვერ მოერია ამ ვერაგ ვირუსს!

აცრილი არ იყო და თანამდევ დაავადებას ვერ გაუმკლავდა!

დღეს ვკრძალავთ და მისი ბოლო ღამე ამიერში საკუთარ სახლშიც ვერ დავასვენეთ, იმიტომ, რომ სახლში ყველა ვირუსს ებრძვის!

ბოლო გზაზე, ამ ვირუსის გამო ვერც მისი ცოლი, ვერც შვილი და ვერც და ვერ აცილებს!

აიცერით და გადარჩებით, სხვებსაც გადაარჩენთ!

არ მოგიყვებით, რა ხდება საავადმყოფოებში, სადაც ადგილები არაა, არც იმას მოგიყვებით, როგორი სიტუაციაა მორგში და მიცვალებულის წასაყვანად არსებულ რიგებში!

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა აცრაა. მშვიდად იძინე, ჩემო ჯუდი", - წერს ჟურნალისტი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 59 ადამიანი, ხოლო 4 042 პირი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი