ნიკა მელია პრეზიდენტს, სავარაუდოდ დღეს შეხვდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ, დღეს შეხვდება.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს გეგმა - "რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა თუ სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით".
„საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით.
ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
ერთი ხელის მოწერაა საჭირო თუ დამოუკიდებელია და არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს საკუთარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვერ გადააბრალებს ვერაფერს და "ხელები დამიბანიას” ვერ იტყვის, მას აქვს ორი მძლავრი იარაღი, ერთის მხრივ შეწყალება და მეორე მხრივ ვეტო, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა ქონებით მოდის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი
🔵სამი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
🔵საქართველოს მე-4 პრეზიდნტი მე-3 პრეზიდნტთან შესახვედრად გორის ჰოსპიტალში მივიდა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...