ნინო ახობაძე: „დღეს პირველად შემეცოდა, ადამიანურად შემებრალა“

ექიმი ნინო ახობაძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„დღეს პირველად შემეცოდა, ადამიანურად შემებრალა. ერთი დედა მყავს საფიცარი და ამის სიცოცხლეს ვფიცავ, თუ „ვფასონობდე“, არც კარგი ქრისტიანი ვარ და არც თვალებფახულა მიამიტი.
მეტი რაღა უნდა დაემართოს აბა? გამაიმუნებულ-გაშარჟებული ერთი მარტოხელა საწყალი კაცია, რომელსაც კეთილის მსურველი არა ჰყავს, მეგობარი არ ჰყავს. ვიღაცას ფულის გამო უყვარს, ვიღაცას ქარიზმის, ვიღაცას ფროიდის ამბავში. ამდენი ცოდვა და სისხლი აწევს კისერზე, ამდენი წყევლა, ამდენი გაუბედურებული ოჯახი
და ამდენი არაჯანმრთელი "სიყვარული" გარშემო.
რამდენი ტყუილიც ვთქვი, იმდენჯერ დავიტანჯე და ტიპი ცხოვრობს, იძინებს და იღვიძებს ტყუილში. აწი გინდა გამოვიდეს, გინდა ყველაზე მაღალ სკამზე დასვან, მაინც უსიყვარულო, უმეგობრო და უსამშობლო კაცია, რომელიც გააქეზეს, დააჯერეს რომ მაგარია და სიცოხლეშივე ლეშად აქციეს - ხის ქოხში წამოწოლილმა გოიმმა ნანუკებმა.
ეგ რომ ვინმეს გულწრფელად უყვარდეს, აბა ამ ცირკს დაუშვებდაა? ეგ რომ ვინმეს ამქვეყნად გულწრფელად უყვარდეს, მის ამ მოდელირებულ შიმშილობას „გააპრავებდა?“აღარც ფაფაზე მეცინება უკვე.
ჩამოაშორეთ ფული და ეგზალტირებულ-აგზნებული მომხრეები, დატოვეთ მხოლოდ ადამიანი და რაც დაგრჩებათ
აი ეგ ადამიანია შესაბრალი.
არც კამათს ვაპირებ, არც რაიმეს დამტკიცება მსურს. ყველა ხელისუფალს ღუპავს გარემოცვა. ისევ ამას ვიტყვი.
და კიდევ: გადიდკაცებულ მდაბიოზე საშიში არავინ მეგულება. არ მახსოვს ვისი ინაუგურაცია იყო, გარეთ რომ იდგა
დაუპატიჟებელი სტუმარივით, მგონი პირველად მაშინ შემეცოდა. ოდესღაც ყველა ჩვენგანი ავიტუზებით იმქვეყნად შესასვლელ კართან და იქნება მერე ამქვეყნიური ყველაზე კომფორტული ციხეც კი სამოთხედ მოგვეჩვენოს;
რა ვიცი აბა, მეეჭვება ჩემი ცოდვა გადაწონის თუ მადლი და განა მან ამისთანა რა წონის გზა დააგო რომ, იმდენი ადამიანის ცოდვა გადაწონოს.
არ გამიბრაზდეთ რა. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს: მოკლულზე მეტად მკვლელი მეცოდება ხოლმე.ყველაზე ზარმაცი და უხეირო ქრისტიანი ვარ, არ დაგავიწყდეთ. არც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში.“ - წერს ნინო ახობაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ერთმა ბრძენმა კაცმა მირჩია, ისე ისწავლე ფრანგული, რომ მაგ ენაზე წერო, ჩვენთვის ნუღარ დაწერო
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...