"ოჯახის გადაწყვეტილებით, დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას" - ნინო ზამბახიძე

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის შესახებ წერს.
როგორც ზამბახიძე აღნიშნავს, ოჯახის გადაწყვეტილებით, ვერაზე რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სტიპენდია დაწესდება.
“ეს არის ნიკოს დედა
ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო
ოჯახის გადაწყვეტილებით, გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას!
მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას “,- წერს ნინო ზამბახიძე.
შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია.
დანაშაულში მონაწილე პირების – ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე.
ამავე თემაზე:
"ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად, არ დამიმახინჯოთ სიმართლე" - ვერაზე ჩაცხრილული ნიკა კვარაცხელიას მამიდა
"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - ნიკა კვარაცხელიას დედის ემოციური განცხადება
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...
1741090663
ახალი ამბებისპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა სპორ...