"ომიკრონის" მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას - რა სიმპტომები ახასიათებს, რამდენ ხანში ვლინდება და როგორ გავარჩიოთ გაციებისგან

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, ახალ შტამ - "ომიკრონზე" ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს მას და რამდენ ხანში ვლინდება ავადობა კონტაქტის შემდეგ:

"ომიკრონის" მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას - ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე - 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება. კიდევ, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ მისი მიმდინარეობა დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია.

ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, "ომიკრონით" ინფიცირებულები 29-დან 30 წლამდე იყვნენ, თუმცა როგორ მოიქცევა ეს შტამი ხანშიშესულებში, ჯერჯერობით დაზუსტებას საჭიროებს,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

წყარო: „რუსთავი 2“

ასევე საინტერესოა:

🔵 ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ - მამუკა ხაზარაძე

🔵 კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე