კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან,  44 წელი შესრულდა.

ილია მეორეს, იუბილეს ულოცავს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

თქვენო უწმინდესობავ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენი უწმიდესობის ინტრონიზაციის 44 წლის იუბილეს!

უკვე 44 წელია თქვენ ატარებთ ფრიად საპასუხისმგებლო და საპატიო ტვირთს საქართველოს ეკლესიის პირველი იერარქისა, დალოცვილი იყო თქვენი მსახურება საქართველოს ეკლესიის და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ“, - წერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ეპარქიის ფეისბუკგვერდზე.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელ - მონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

ასევე საინტერესოა:

🔵 საფლავზე ვიყავი და სწორედ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, გადავუხადე მადლობა - ლადო აფხაზავა

🔵 დედა ონკოლოგიურის პაციენტი იყო...მამა უმისამართოდ გაქრა - კეთილი ადამიანების იმედად დარჩენილი ბიჭის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი