ომში დაღუპული ჯარისკაცების ცოლებს ნუ ეტყვით, რომ იყვნენ ამაყები - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მხოლოდ ჩემი აზრია, მხოლოდ მე მგონია ასე და სხვამ როგორც უნდა ისე იფიქროს, მაგრამ მაინც:
ომში დაღუპული ჯარისკაცების ცოლებს ნუ ეტყვით, რომ იყვნენ ამაყები, რადგან გმირების ცოლები არიან.
იყვნენ ბედნიერები, რადგან მათ რჩეულის ბედი ერგოთ.
ნუ ეტყვით, იმიტომ რომ ტყუილია.
მჯერა, რომ მათ მკვდარი გმირის ცოლობა კი არა, ცოცხალი კაცის ცოლობა უნდოდათ.
რა ვიცი, დილით ერთად საუზმე, საყიდლებზე ერთად სიარული,
საღამოს ერთად წასვლა დასაძინებლად. უაზრო კამათი ან ძალიან ბანალურად, ფილმზე ერთად ჩამოძინება.
პური წამოიყოლე, მესიჯის გაგზავნა და ა.შ.
ნურც მკვდარი ჯარისკაცების შვილებს შესძახებთ ფშუტურო სიტყვებს, რომ გმირი მამის შვილები არიან.
იაფფასიანი სადღეგრძელოა ეგ სიტყვები და მეტი არაფერი.
იმიტომ რომ თქვენ მერე წახვალთ და თქვენ შვილებს ყელში აკოცებთ,
დილით, სამსახურში წასვლამდე სკოლაში წაიყვანთ,
საღამოს ოთახის კარზე მიუკაკუნებთ, აბა, რას შვრები და თქვენ შვილებს ეცოდინებათ, მამა რომ დასჭირდეთ, გვერდით ოთახში გამოგძახებენ და შენც გაეპასუხები, - ჰოუ.
აი მკვდარი გმირების შვილები კი დიდ ოთახში, კომოდზე შემოდებული მამის ფოტოსკენ თუ გააპარებენ თვალს.
ჰოდა, არ გვინდა ეს ნაძალადევი გამხნევებები.
ვერ გაამხნევებთ გმირი ქმრისა და გმირი მამის ძახილით. ტყუილია.
გმირი არა, ცოცხალი ადამიანი სჭირდებოდა მათ”-წერს, ნინო თარხნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵
🔵
🔵
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...