"ოთხი წელია სტატუსი არ დამიწერია, ერთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მაგრამ დღეს სხვა გზა აღარ დამრჩენია" - რას წერს რეჟისორი პაატა ციკოლია

ლიტერატურული პრემია "საბა"-ს გამარჯვებული რეჟისორი პაატა ციკოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
"ოთხი წელია სტატუსი არ დამიწერია, ერთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ.
არც არაფერი მქონდა თითქოს სათქმელი.
ან აქ, ამ ფორმატში ლაპარაკის უფლებას არ ვაძლევდი თავს, მაგრამ დღეს მადლიერების გამოხატვა მინდა და სხვა გზა აღარ დამრჩენია თუ არა ეს გზა.
როცა მქონდა ამის საშუალება, გავუშვი შანსი ხელიდან, რადგან დამაბნიეს და ვერ გავუმკლავდი ემოციებს.
"საბას" უკვე მრავალი წელია ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქართული ლიტერატურული პროცესის სასიკეთოდ.
თეატრის სფეროში არსებული პრემიების მესვეურებს, ვფიქრობ, ბევრი რამე ესწავლება თქვენგან.
განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს - წარმომიდგენია, რა კოლოსალური და უმადური შრომაა ამდენი ტექსტის კითხვა.
მსხვერპლად სწირავთ დროს, სიმშვიდეს და ენერგიას.
მადლობა ასეთი შრომის გაწევისთვის და უკვე მერე, დიდი მადლობა ჩვენი გამორჩევისთვის და დაფასებისთვის.
ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ყველა ლაურეატს. თქვენ გვერდით დგომა ჩემთვის დიდი პატივია და უდიდეს სიამოვნებას მგვრის.
ოთარის "ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალმა" მოგვცა ბევრს და მათ შორის მეც, დრამატულ ტექსტებზე მუშაობის ასპარეზი და გამოწვევა და ამ სივრცეს ვუმადლი "მედეას" და სხვა ჩემი ტექსტის შექმნას.
თენგოს უშუალო და ენერგიული ძალისხმევის შედეგად კი "მედეა s01e06" ორი წლის წინ მალთაყვის სანაპიროზე წარმოდგენად იქცა და ამ გამოცდილებამ ტექსტს საბოლოო სახე მიაღებინა.
მე კი - მის გამოსაცემად შემაგულიანა.
მინდა გამოვხატო დიდი სიყვარული და მადლიერება, რომ ამყევით ამ ავანტურაში და გაუძელით გამოწვევებს.
შეუფასებელია თქვენი წვლილი!
უღრმესი მადლობა, მეგობრებო!", - წერს ციკოლია.
სხვა სიახლეები:
🔳 შობის დამდეგს საბერძნეთის წყლებში 16 მიგრანტი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა
🔳 შიმშილობის მეხუთე დღე და გაშლილი 12 კარავი
🔳 კლუბ "ბასიანში" დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდა და ამ დრომდე გრძელდება
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...