პაატა იმნაძე "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას არ ეთანხმება

„ჩემი აზრით შესაცვლელია“– დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას  არ ეთანხმება, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.

უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, - თქვა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე - მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.

„საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული - შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 ნოემბერს განაცხადა.

ასევე დღეს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომ „საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის, განსაკუთრებულები ვართ უვადო მწვანე პასპორტითაც“.

საკოორდინაციო საბჭოს 24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი „მწვანე პასპორტი“ უვადოდ შეუნარჩუნდებათ.

ამავე თემაზე:

🔵 "კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო" - ივანე ჩხაიძე უვადო "მწვანე სტატუსზე"

🔵 ბიძინა კულუმბეგოვი: აცრილი და ინფორმირებული სამედიცინო პერსონალი გადამწყვეტია იმუნიზაციის პროცესის წარმატებაში!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი