"პანდემია, რომ დასრულდება მზად ვარ დაუღალავად ვმართო მუსიკალური საღამოები სამედიცინო პერსონალისთვის" - ნიკოლოზ რაჭველი

პანდემია, რომ დასრულდება და თუ მე და ჩვენს ორკესტრს ელემენტარული საკონცერტო სივრცე გვეღირსება მზად ვარ დაუღალავად ვმართო მუსიკალური საღამოები მათთვის, მე ამით თუ შევძლებ ქედის მოხრას და უზარმაზარი მადლიერების გამოხატვას!, – ამის შესახებ მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რაჭველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობას უხდის.
გარდა ამისა, ვაქციინაციასთან დაკავშირებულ მოსაზრებებსაც ეხმიანება.
"ხანდახან ძალიან მინდება სტატუსის დაწერა და გაზიარება, მე ჩემი საქმიდან გამომდინარე საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და ამ დროებაში უსაზღვროდ მაკლია და მენატრება.
მაგრამ დავფიქრდი და ბოლო დღეების კოვიდ სტატისტიკის გამო მომერიდა კარგი ამბების გახსენება და მასზე წერა, არც უარყოფითი, სევდიანი შინაარსის წერილის გაზიარებაა ჩემი სურვილი. მერე შევხედე ფეისბუკის ჩარჩოს, რომელიც სტატუსის შექმნისთვის კითხვას გისვამს: რაზე ფიქრობ?
ჩავუღრმავდი.
ამწუთას ვფიქრობ ჩვენს ექიმებზე, ექთნებზე, სამედიცინო სფეროში მომუშავე ყოველ ადამიანზე კარისკაციდან და დამლაგებლიდან დაწყებული კლინიკის ხელმძღვანელებით დამთავრებული და წარმოვიდგინე რა უდიდესი ტვირთი აქვთ მხრებზე ვაჟკაცურად აკიდებული და რისი გამკლავება უწევთ.
როგორც სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაჭრილ არმიას გენერლებით, ჯარისკაცებით თუ უბრალო მოხალისეებით.
ვისურვებდი მათი მართლაც უანგარო, უპირობო და ჩვენ ქვეყანაში მეტთათვის მატერიალურად დაუფასებელი შრომა ოდესმე მაინც იქნეს სათანადოდ შეფასებული და აღიარებული.
პანდემია რომ დასრულდება და თუ მე და ჩვენს ორკესტრს ელემენტარული საკონცერტო სივრცე გვეღირსება მზად ვარ დაუღალავად ვმართო მუსიკალური საღამოები მათთვის, მე ამით თუ შევძლებ ქედის მოხრას და უზარმაზარი მადლიერების გამოხატვას!
რაც შეეხება მეორე საფიქრალს, ჩვენში ეგზისტენციალურ საკითხად რომ იქცა – პრო და ანტივაქსერების დაპირისპირება, მივხვდი რომ აქ ერთადერთი ლოგიკა იმუშავებს: სიკეთის, როგორც გადარჩენის მოცემულობის! სიკეთეს კი მე ვხედავ საკუთარი თავის და გვერდით მყოფი ადამიანების გაფრთხილებაში. დღეს კი გაფრთხილება ნამდვილად უდრის აცრას, პირბადით სარგებლობას, დისტანციის დაცვას, ჩვევებისგან და სურვილებისგან დროებით თავშეკავებას!!!
მესამე საკითხიც არის დღეს ფრიად აქტუალური: რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საკუთარი CV-ს გადაკითხვისას.
როგორც მრავალი რეგალიის მქონე თავდაჯერებულმა ქალბატონმა ბრძანა ფეხზე უდგება მის მიღწევებს. ჰოდა “გავარტყი” ყველა იმ მიღწევას რომლის უკან სიბნელეა!
დაბოლოს: დავიძინებ და ხვალ დილას ჩემს ცნობიერებაში აიხლართება ამ სტატუსის ქვეშ დაწერილი კომენტარები, ლაიქები, გულები და ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვები.
არც კი ვიცი სად რა ბალანსდება, სად ცვლის ტკივილს სიხარულის განცდა, სად ვარ გულწრფელი და სად ვარ რეალობისგან შორს მორბენალი, მაგრამ ბოლომდე მჯერა, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე უნდა მივიღოთ მონაწილეობა კოვიდის და უიმედობის დამარცხებაში, ოღონდ ზუსტი რეცეპტი არ მაქვს და თუ ვინმე კარგ რჩევას მომცემს სიხარულით გავიზიარებ!", წერს ნიკოლოზ რაჭველი.
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...