პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

მთავრობის მეთაური, ბელგიის სამეფოში დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ქართული მხარის მოლოდინია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სატრანსპორტო, ენერგო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და მხარეებს შორის შეთანხმება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე მეორე ნომრად 19 დეკემბერს წარდგება

🔵 საშიში პიროტექნიკა - ყველაფერი რაც მისი შეძენის და გამოყენების დროს უნდა იცოდეთ!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი