პრემიერი: ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად.

იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს.

ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის.

მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გვიან ღამით გარდაიცვალა.

სხვა სიახლეები:

🔲 ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740739438

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“ - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევრ...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740738688

ახალი ამბები

მოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ, ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, უყურადღებოდ არ ვყოფილვართ

რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტ...

მოქალაქე გურიის რეგიონიდან

1740737330

ახალი ამბები

N372 ავტობუსის მარშრუტი იცვლება - დეტალები

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის...

ავტობუსი

1740736324

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი - მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ

ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა...

რატი იონათამიშვილი

1740735218

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება