"რა გახდა დედოფლისწყაროში ერთი "კატეს" აპარატი, რომ პაციენტებს 70 კილომეტრის გავლა არ მოუწიოთ? პრემიერის რაიონია, ჩვენთვის ეს უნდა გაჭირვებულიყო?!" - ჟურნალისტის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

ჟურნალისტი ლალი მეხრიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნით მიმართავს.

როგორც მეხრიშვილი წერს, დედოფლისწყაროს კოვიდ კლინიკაში "კატეს" აპარატურა არ აქვთ და მძიმე პაციენტებს ფილტვების გადასაღებად 70 კილომეტრის გავლა უწევთ.

"გუშინ საავადმყოფოდან "კატეზე" გადამიყვანეს გურჯაანში.

დავიწყებ იმით, რომ იმ დღით კატასტროფის მანქანამ სამი გზა გააკეთა დედოფლისწყაროდან გურჯაანში ავადმყოფების გადასაყვანად და "კატეს" გადასაღებად.

მე მესამე გზაზე მოვხვდი, რადგან ჩემზე წინ უფრო მძიმეები გადაიყვანეს.

მოვყვები იმ პირობებს რაც კატასტროფის გადაყვანით გადამხდა.

თავდაპირველად უფროსმა ექიმმა შემომთავაზა, რომ მოხუცებთან მგზავრობა თუ არ გინდა, შეხედე, იქნებ მათთან ერთად არ მოისურვოო და მანქანა რომ მობრუნდება ცალკე გაგიშვებთო.

მე ვთქვი, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიქმნას ჩემთვის განსაკუთრებული პირობები, მე ისე, როგორც ყველა მათთან ერთად წავალ. მერე რა რომ მოხუცები არიან, ჩავჯდები მეთქი. ერთი საათი, ერთი საათია.

მანქანა, რომ მოვიდა მე და ორი მოხუცი პაპა ერთად უნდა გადავეყვანეთ, ნათბილარევი ოთახებიდან გასულებს, ცივი გაყინული მანქანა დაგვხვდა, ხმელი პლასტიკატის სკამებით.

ერთი პაპა დააწვინეს, ჟანგბადის აპარატი ედგა და კათეტერი ეკიდა, მეორე დასვეს, ძლივს სუნთქავდა.

მეც სკამზე მოვთავსდი.

სანამ ცალმხრივებამდე მივედით მანქანა ისეთი ყოფით მიდიოდა, საერთად სკამზე ჯდომა არ ერქვა იმას, ვვარდებოდი სკამიდან, მუხლები გამეყინა წამში, მივხვდი რომ მე გურჯაანამდე წელს ვერ ჩავიტანდი.

ერთ წამში გავიფიქრე, რა მქონდა საიმისო, რომ ჩემისთანა გოგოს ასეთ პირობებში უნდა ემგზავრა, ცალკე მძღოლს საერთოდ არ ჰქონდა შეგრძნება, რომ პაციენტები ეჯდა მანქანაში, ის პაპა კინაღამ ორჯერ გადმოვარდა საწოლიდან.

ავტეხე ბრახუნი, გააჩერეთ მე ამით ვერ ვიმგზავრებ და ჩემი მანქანით წამოვალ მეთქი.

დავიბარე ვაჟა, მოვიდა და წამიყვანა გურჯაანამდე.

მივედით, საწყალი პაპები გადმოიყვანეს, ძლივს აიყვანეს კალიასკებით მაღლა, სიცივეში, ყიამათში, საწყლები თავჩახრილები დადიოდნენ, მათ მორჩილ და თავჩახრილ სახეებზე, სამამულო ომის კინოს ფრაგმენტები დამიდგა თვალწინ.

უმძიმესი სანახაობა იყო.

ნუთუ არ იმსახურებდნენ, რომ ჰქონოდათ ადგილზე ის პირობა, რომ ამდენი არ ეწვალათ?!

წინ ნათია თურმანიძეც დამიდგა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა ყვავის, ეკატერინე ტიკარაძეც რომელიც იძახის, რომ ჯანდაცვაში ყველაფერი კარგადაა, გამყრელიძეც და ცერცვაძეც, რომლებიც ტელევარსკვლავები გახდნენ, მაგრამ პერიფერიებში რომ უმძიმესი კორონიანი ხალხი ასე წვალობს, კატეს აპარატის უქონლობის გამო ერთი რაიონიდან მეორეში 70 კილომეტრს გადიან სიცივეში, უბედურებაში, კათეტერ ჩადგმული პაპების ასეთ პირობებში გადაყვანა და გადმოყვანა, აყვანა კიბეებზე, ჩამოყვანა, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა წვალება და ტანჯვაა.

ნუთუ რა გახდა ერთი "კატე", რომ დედოფლისწყარო, რომელიც კოვიდ კლინიკადაა გადაკეთებული, ჰქონოდა ეს მოწყობილობა?!

ნუთუ არ ვიმსახურებთ ამხელა რაიონი?!

"უკატეო" კლინიკა თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერასოდეს შეასრულებს.

ვერასოდეს და ყველა ავადმყოფი, მედპერსონალი ასე იწვალებს წლების მანძილზე.

ეს ერთი პატარა ფრაგმენტია იმ რეალობიდან, რაც მე გუშინ განვიცადე და ვიხილე.

აქ, ამ რაიონში, სადაც მედპერსონალის მაგარი ჯგუფი, ყოველდღე სიცოცხლესთან მებრძოლ ხალხს ზედ აკვდება,სადაც უმაღლეს დონეზე გვივლიან, მართლა მაგარი ჯგუფი ჰყავთ ჩამოყალიბებული.

სისუფთავეა, კარგი პირობებია.

ამის პარალელურად, ნამდვილად დიდი დანაკლისია, რომ არ აქვთ კატე.

პრემიერის რაიონია, ჩვენთვის ეს უნდა გაჭირვებულიყო?!

მე ვთხოვ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად პრემიერს, მის მეუღლეს, დაინტერესდნენ, უნდა ჩაერთონ ამ საქმეში და თავიანთ რაიონს აჩუქონ კატეს აპარატურა.

ქვეყნის მშენებლობა ქალაქიდან არ იწყება, მისი მშენებლობა სოფლებიდან იწყება.

აქაც ადამიანები ვართ.

უნდა დაინტერესდნენ, როგორ ვცხოვრობთ ხალხი, მათი რაიონელები, რა გვიჭირს, რა გვილხინს.

ხალხთან ახლოს უნდა მოხვიდეთ, გაიცნოთ ყველა.

ძალიან ბევრის გულისტკივილი ვიცი, მიგიტანიათ გულთან, ბევრს ეხმარებით, ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ გაგიგზავნიათ და გადაგირჩენიათ, ვიცი.

ჩემი თხოვნაა პირადად ყველა დედოფლისწყაროელის სახელით გთხოვთ, ეს ერთიც გაგვიკეთეთ რაიონს.

უდიდესი მადლი იქნება.

კლინიკა გვაქვს უმაღლესი და აპარატურითაც საკადრისად უნდა ვიყოთ აღჭურვილები.

იმედი მაქვს გულთან მიიტანთ ჩემს და არა მარტო ჩემს გულისტკივილს და მალე ჩვენს რაიონს თავისი "კატეს" აპარატურა ექნება", - წერს ჟურნალისტი ფეისბუკზე.

სხვა სიახლეები:

🔲 ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა

🔲 კოვიდით 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა - იტალია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა

1741073722

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...

დონალდ ტრამპი

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ