რა ქონებით მოვიდა და მიდის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავა?

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, კუჭავა საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. ის „ქართულ ოცნებას“ 206 წლიდან შეუერთდა. თუმცა, პოლიტიკაში მოსვლამდე საზოგადოება მას, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ისე იცნობდა. მისი ბიზნესისტორია 2011 წელს დაიწყო, როცა დააარსა კომპანია Caucasus Minerals, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევასა და განვითარებას აწარმოებს.
როგორც მიმდინარე წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, 2020 წელს პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 77 962 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას, კუჭავა ფლობს ერთ ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 3 328 ლარი ჰქონდა. მანვე საანგარიშო პერიოდში ძმისგან მიიღო 3 ათასი ლარის ოდენობის თანხა. ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კუჭავას სახელზე ფიქსირდება ორი სესხი.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. დეკლარაციის შევსების მომენტში მის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხის სახით, 4 000 დოლარი ჰქონდა. ამასთან, ის არის შპს "მაისითი თბილისის" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც შემოსავალი არ მიუღია გასულ წელს, როგორც ინდმეწარმემ კი 7 708 ლარის შემოსავალი მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა
🔵შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შეცვლის
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...