რამ გამოიწვია გლდანში უბედური შემთხვევა - "თბილისი ენერჯის" განმარტება

გლდანში ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. 

"თბილისი ენერჯიში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ:

"მოხდა უბედური შემთხვევა!

გლდანის 2 მ/რ-ნში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

🔵 გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი