„რამე ახალი ფუნქცია დაემატა საბაჟო სამსახურს? ან ჩვენ რატომ გამოგვარჩიეს“ - რა შეემთხვა ქუთაისის აეროპორტში ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს და მის მეგობარს

„რამე ახალი ფუნქცია დაემატა საბაჟო სამსახურს? ან ჩვენ რატომ გამოგვარჩიეს, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია?“, - ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზე შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ქუთაისის აეროპორტში დაბრუნებისას ერთი უცნაური რამ შემემთხვა და მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა:მოგეხსნებათ, ყველა ქვეყანაში შემომსვლელს და დამბრუნელს საზღვარზე სასაზღვრო სამსახური ხვდება.
გადიხარ საზღვრის კონტროლს, მესაზღვრე ნახულობს პასპორტს, გირტყამს ბეჭედს და შემოდიხარ.ასე იყო აქამდე ჩემს შემთხვევაშიც და შაბათს, როცა ჩამოვფრინდი და ჩვეულებრივად გავიარე სასაზღვრო კონტროლი, როცა ტერმინალიდან გამოვდიდოდი, კარში დამხვდა ორი ჯეელი, რომელთაც საბაჟო სამსახურის ფორმები ეცვათ და ხელში პადები ეჭირათ.
ხან პადებშიი იყურებიდნენ და ხან მგზავრებს ათვალიერებდნენ. მგზავრებიდან მე და ჩემი მეგობარი გამოგვარჩიეს და გაგვაჩერეს.თუმცა რაც მთავატია, საბაჟო სამსახურმა ბარგის შემოწმება კი არ დაუწყო, რაც შეიძლება ნორმალური ყოფილიყო მათი ფუნქციიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ პასპორტების ჩვენება მოითხოვეს, ჩახედეს და ერთი კითხვა დაგვისვეს: ტურისტული ვიზიტით იყავით წასული? დადებითი პასუხი რომ მიიღეს, გამოგვატარეს.
ჰოდა, მაინტერესებს, ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ჩვენს იქ ყოფნაში სხვა მგზავრი ჩვენს გარდა ამ ტიპებს არ გაუჩერებიათ, მათ შორის არც ჩვენი ცოლები. რამე ახალი ფუნქცია დაემატა საბაჟო სამსახურს? ან ჩვენ რატომ გამოგვარჩიეს, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია?“ - წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 რიკოთზე ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები (ვიდეო)
🔵 ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილ მწუხარებას გამოთქვამს
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...