„ავოიე საქართველოს მთავრობა! გაგიგიათ რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და სულ 5 დღე გრძელდება?!“ - ეკატერინე ანდრონიკაშვილი

„ავოიეეეე საქართველოს მთავრობა! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური! თუ გაგიგიათ რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება (ტელევიზორში კი გვზაფრავთ ყოველ დღე), და სულ 5 დღე გრძელდება???!!!“ - მსახიობი ეკატერინე ანდრონიკაშვილი კოვიდის პროტოკოლის გამო მთავრობას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ე.ი. ვინმე N მოქალაქეს უწევს სიცხე. მეორე დღეს რომ ისევ უწევს სიცხე, მესამე დღეს მიდის სწრაფი ტესტის გასაკეთებლად.( არ ვგულისხმობ სახლში პსრ-ის გამომძახებ საზოგადოებას).
ტესტის რიგში, ქუჩაში, სიცივეში, სხვა მოქალაქეებთან ერთად ელოდება თავის რიგს. მერე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჯდება ავტობუსში, მიდის სახლში ან სადმე, და თუ კვლავ ვერ გრძნობს თავს კარგად, ფიქრობს რომ ალბათ სწრაფმა ვერ დაინახა და წყვიტავს პსრ-ის გაკეთებას (უფასო იგულისხმება). რეკავს ან მიდის პოლიკლინიკაში ექიმთან, და იქ ეუბნებიან, რომ სწრაფის მერე 72 საათი უნდა იყოს გასული რომ პსრ გაიკეთოს.
რატომ? იმიტომო რომ, კომპიუტერი ვერ ტვირთავს ტესტს რადგან 72 საათი (კიდევ 3 დღე!!!) არ გასულა წინა ტესტიდანო. ავოიეეეე საქართველოს მთავრობა! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური! თუ გაგიგიათ რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება (ტელევიზორში კი გვზაფრავთ ყოველ დღე), და სულ 5 დღე გრძელდება???!!!
და მოქალაქე პსრ უფასო ტესტამდე მხოლოდ მე-6 დღეს აღწევს ოფიციალურად? და ამასობაში დადის ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, აფთიაქში და შეიძლება სამსახურშიც???
რა საჭიროა ეს სწრაფი ტესტის შუალედური აუცილებელი სისტემა? ან ეს 72 საათიანი შუალედი? პასუხი 3 ვერსიაა:
1. გინდათ რომ გავრცელდეს.
2. არ ეცნობით მსოფლიოს ბოლო დროინდელ კვლევებს და ომიკრონზე და ვადებზე ინფორმაციას არ ფლობთ, ჯერ კიდევ 2019 წლის ალფა შტამის გაიდლაინებით ხართ).
3. ტიკარაძის პანდემიის მართვას ვერ ეხებით მისი ღრმად პატივისცემის გამო… რომელი?“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეკა ანდრონიკაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ბიძინას მონები ხართ თქვენ!“ - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს
🔵 ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილ მწუხარებას გამოთქვამს
1742156338
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნ...
1742154711
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთ...
1742153883
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა
ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...
1742151649
საზოგადოებადეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...
1742147726
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...