როდესაც დავკრძალე, საკუთარი ხელით დავაყარე მიწა-მამა შალვა შვილის დაკრძალვის დღეებზე

მამა შალვა კეკელიამ შვილის დაკრძალვის დღეები გაიხსენა და ისაუბრა მძიმე განსაცდელის არსზე, რომლებსაც ადამიანები ღირსეულად უნდა შეხვდნენ.

“მხოლოდ რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე, 5 საათი იყო ამ ქვეყნად, მერე მიაბარა საკუთარი სული და ჩაიბარა ღმერთმა. სამი შვილი მყავს დედამიწაზე, ერთი მყავს ღმერთთან. არანაირი განსხვავება არ არის, გიორგის, ილიასა და ნინოს შორის, იოანე კიდევ ზეცაშია ღმერთთან, ერთნაირად მიყვარს. მით უმეტეს, როცა ფიზიკურად შეხება არ გქონია, გიორგისთან, ნინოსთან, ილიასთან მისაუბრია, ვიცი, მათი შეხედულებები… ილიასთან ფიზიკური შეხება ერთადერთხელ მქონდა, როცა მოვნათლე, შემდეგ უკვე ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ მიდიოდა ღვთის წინაშე. მაგრამ ჩვენსა და იოანეს შორის ურთიერთობა არასდროს შეწყვეტილა, პირიქით, ის ჩვენი ოჯახისთვის მფარველი ანგელოზია,შემწეა.

იოანემ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა… მისი დაკრძალვის შემდეგ… ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. მეუღლეც უკიდურესად დამძიმდა, მეოთხე საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული, სისხლდენა დაეწყო, სამი ლიტრი სისხლი დაკარგა, სიკვდილის პირადს იყო, რეანიმაციაში მოგვიწია მისი გადაყვანა, ძლივს გადავარჩინეთ.

როცა იოანე გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა ვერაფრით შევძელით, რადგან მთელი ყურადღება მეუღლეზე იყო გადატანილი. ისე იყო ბავშვის ცხედარი დატოვებული… ეს მომენტი ძალიან მტკივა… მახსოვს მეუღლესთან როცა მივდიოდით, ხალხი მხვდებოდა, ზოგს შვილი შეეძინა, მეკითხებოდნენ როგორ ვიყავი, მეც მათთან ერთად ვიღიმოდი, ვლოცავდი, ვიღაც რაღაცას მთხოვდა, არავინ იცოდა ჩემი ტკივილის შესახებ. როცა  იოანე დავკრძალე, ტაძარში წავედი და ნათლობა ჩავატარე, მათი სიხარული გავიზიარე.  არც კი ვაგრძნობინე, რომ შვილი რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა, მეუღლე რეანიმაციაში იმყოფებოდა, და არ ვიცოდი გადარჩებოდა თუ არა. სასულიერო პირის ცხოვრება ასეთია…

მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ, ადამიანებს ერთი რამ გვავიწყდება ხოლმე, ძალიან ბევრმა არ იცის, რომ არსებობს მარადიული ცხოვრება. ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან – სხეულისგან და სულისგან, ყველას ცხოვრებაში აუცილებლად დადგება გარდაცვალების დღე, ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება, განშორდება და ღვთის წინაშე სული წარდგება. მე ზუსტად ასე შევძელი ჩემს შვილთან ურთიერთობა. ხომ ხუთი საათი იყო დედამიწაზე და არ მისაუბრია მასთან, მაგრამ ყველაზე კარგად მას ვიცნობ. 

როდესაც დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ ცხოვრებაში, ამ დროს მივდივარ იოანეს საფლავზე, ვესაუბრები, კითხვებს ვუსვამ, და იქიდან წამოსულს, ყოველთვის მაქვს სწორი პასუხები.

ახლა ხუთი წლის იქნებოდა. ყველას დედას და მამას საკუთარ შვილზე ლამაზი, ვერავინ წარმოუდგენია, იოანე მართლაც რაღაც განსაკუთრებული იყო. რომ ვუყურებდი  ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა. მისი გარეგნობა დღესაც თვალწინ მიდგას, მაგრამ ყველაზე მეტად მის სულთან მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობლები, ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. ჩემი შვილების ურთიერთობაც შეცვალა, ჩემი დამოკიდებულებაც, მღვდლობასთან დაკავშირებითაც ბევრი რამ შეცვალა, როდესაც ის ჩემი ხელით დავკრძალე, საკუთარი ხელით დავაყარე მიწა, ჩემი ძალიან ბევრი ამბიცია იოანემ თან წაიღო, გაიყოლა ეს ყველაფერი, ბევრ რამეში დამეხმარა, ამ ცხოვრებას უფრო ღრმად შევხედე, ბევრი რამ გამარტივდა…

ზოგს ჰგონია, რომ ეკლესია ტირილს კრძალავს, ტირილს საერთოდ არ კრძალავს, ეკლესია კრძალავს – უიმედობას, მოთქმას, ღმერთის დადანაშაულებას ტრაგედიაში… ღმერთი, რომელიც სიყვარულის წყაროა.

ბევრმა მკითხა: – “მამაო რატომ დაეშვა ასეთი რამ შენზე?” – მე ზუსტად ვიცი რატომ დაეშვა, ეს ჩემთვის არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამ ტკივილთან ერთად ძალიან დიდი წყალობაა. მადლიერი ვარ ღმერთის. ხომ შეიძლება ღმერთს არ ენება და იოანე საერთოდ არ ჩასახულიყო… ადამიანის დაბადება რამხელა საიდუმლოა… არარსებობიდან ღმერთს ადამიანი შემოჰყავს არსებობაში, ანუ იბადება ადამიანი, ამხელა წყალობას მაძლევს. ღმერთმა შვილი მაჩუქა, ის ხომ დაიბადა?! – მე ხომ იოანე მყავს?! ჩემი იმედია, მე ხომ ვიცი, თუ წმინდად ვიცხოვრე, აუცილებლად მის წიაღში მოვხვდები, მასთან ერთად გავიხარებ, იმ წმინდანებთან ერთად გავიხარებ, ამაზე დიდი წყალობა ღვთისგან რა უნდა იყოს?!”, – ამბობს მამა შალვა კეკელია მერიკო კარტოზიასთან ინტერვიუში.

მამა შალვა კეკელიამ შვილის დაკრძალვის დღეები “POSTV” – ის გადაცემაში “სიკეთე მარტივია” გაიხსენა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵სააკაშვილი: ივანიშვილმა ტიკარაძეს არ აპატია უარი, ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა

🔵ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას სახელზე, სვეტიცხოვლის ეზოში ზეთისხილის ხე დაირგო

🔵რატომ გაუჩერდა გული ქუთაისში 25 წლის ორსულს საკეისრო კვეთისას - ოჯახი კლინიკას და ექიმებს ადანაშაულებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი