საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ - 26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს 28 ქვეყნის 55-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც 26 ოქტომბერს დააკვირდებიან კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და გაგიზიარებენ ობიექტურ შეფასებებს კენჭისყრისა და არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების ჭრილში. მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია პროცესის პროფესიული და ობიექტური შეფასებისთვის და მათი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელია“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშიც გააცნო. მან ასევე ვრცლად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. უცხოელმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ნოვაციურ საქმიანობებთან დაკავშირებით გამოხატეს.

თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

„მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ძალიან დეტალური პრეზენტაცია. მსურს მივულოცო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ასეთი ზრდა. ხვალ, გვაქვს მოლოდინი, რომ მთელი ეს სამუშაო გარდაიქმნება წარმატებულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში და ყველაფერი განხორციელდება კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების შესაბამისად“, - განაცხადა მონტენეგროს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლა მუგოსამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას ასევე მიესალმება ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია. როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა ერტონ სინანიმ აღნიშნა: 26 ოქტომბრის არჩევნები უნიკალურია არამხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით არჩევნებს საქართველოში სადაც საპილოტე რეჟიმში ხდებოდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება და ახლა, ინტერესით ველოდებით საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება დადებითად მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიებს, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები დღემდე დადებით ჭრილში იქნა აღქმული საქართველოში ამომრჩევლების მიერ. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არის უნიკალური და ჩვენ გვსურს დავესწროთ მას, მივიღოთ გამოცდილება და გავეცნოთ უფრო დეტალურად თქვენს მიღწევებს ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც მოინახულეს, რომელიც 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729880935

საზოგადოება

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ყაზახეთს შორის - ცესკო

1729877443

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩ...

ცესკოს თავმჯდომარემ OSCE PA-ს დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

1729873580

საზოგადოება

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს ავრცელებს

26 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახე...

ცესკო

1729870567

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის ნოემბერი კარმული თვე იქნება

ნოემბერი იქნება თვე, როდესაც ბევრი იგრძნობს კარმული პროცესების გავლენას საკუთარ თავზე. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს იქნება დრო, როდესაც მათ მოუწევთ წარსული ქმედებების შედეგების წინაშე წარდგენა.  ვე...

ასტროლოგიური პროგნოზი

1729867104

საზოგადოება

მიტროპოლიტი საბა: სწორი არჩევანის შემთხვევაში იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, გაბრწყინებას, გადარჩენას და ღმერთიც შეგვეწევა ამ დიდი საქმეში

„დიდი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე მიმართვა გამეკეთებინა იმ ადამიანებისადმი, ვინც გვისმენს და ჩვენგან ყურადღებას, მხარდაჭერას ელოდება. მას შემდეგ, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ, დაახლოებით 35 წელია, არასდროს...

მიტროპოლიტი საბა