სახალხო დამცველი: „ჯანდაცვის სექტორში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა“
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, სადაც შეფასებულია ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, როგორც დასაქმების ადგილზე ისე სოციალურ ცხოვრებაში.
აღნიშნული საჭიროებების შესასწავლად ჩატარდა მცირემასშტაბიანი კვლევა, რომლის ფარგლებშიც, სატელეფონო წესით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 90 ქალი გამოიკითხა. რესპონდენტებს შორის იყვნენ როგორც ექთნები, ისე ექიმები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში, ერთ-ერთ დაბალ საფეხურზე სრული უმრავლესობით (70%) ქალები არიან დასაქმებული, მათ შორის, მსოფლიოში 28,5 მილიონი ექთნიდან, 24 მილიონი ქალია.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ საჭიროებების მოკვლევა, რომელთა წინაშეც, პანდემიის პირობებში, საქართველოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ქალები აღმოჩნდნენ.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა პანდემიის პირობებში. რესპონდენტების თანახმად, ხშირად, პანდემიის გამოწვევებს ვერ პასუხობდა მათი დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექთნებს უწევდათ რამდენიმე მორიგეობის ერთმანეთზე მიყოლება, კანონით განსაზღვრული შუალედური პერიოდის გარეშე.
„ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება. აღნიშნული სისტემური პრობლემაა, თუმცა, პანდემიის პირობებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამას, დამსაქმებლების მხრიდან საჭიროების ადეკვატური რეაგირება და დასაქმებული პირებისთვის, ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება არ მოჰყოლია.
კვლევამ გამოკვეთა, რომ: პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შეთხვევები; ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;
პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ.
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე“, - წერია კვლევაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 საქართველოს პროკურატურა: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დავაკავეთ
🔵 „სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
🔵 სუს-მა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო - მაინერები გორის მერიის თანამშრომელს ეკუთვნოდა
1736609208
ახალი ამბებისაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...
1736607620
საინტერესო ამბები„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...
1736605680
სოციალური მედია„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს
ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...
1736602609
ახალი ამბები„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...
1736599831
ახალი ამბებისოხუმში სამი ადამიანი მოკლეს
11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...