საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთის ეროვნულ 7-კაცა ნაკრებს ქუთაისში მეგობრულ შეკრებაზე უმასპინძლებს

რაგბის კავშირის სკანდალური წერილი - "პირველებმა" მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ეროვნულ 7-კაცა ნაკრებს ქუთაისში მეგობრულ შეკრებაზე უმასპინძლებს.

წერილში, რომელსაც ხელს ეროვნული ნაკრების მენეჯერი აწერს, წერია, რომ ქართველი მორაგბეები რუსებთან ერთად,  ქუთაისის სარაგბო ბაზაზე საერთო შეკრებას ჩაატარებენ, ერთად ივარჯიშებენ ითამაშებენ და მოემზადებიან.

 tvpirveli -ის ცნობით, რაგბის კავშირის ამ  გადაწყვეტილებამ მორაგბეების ერთი ნაწილის პროტესტი  გამოიწვია.

ვეტერანი მორაგბეები პირდაპირ ამბობენ, რომ რაგბის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სრულიად გაუმართლებელია. მათი თქმით, საქართველომ მეგობარი ქვეყნის, ლიეტუას გუნდი საქართველოდან ისე გაუშვა, რომ აეროპორტში არც დახვდა და არც კი გააცილა, ოკუპანტი ქვეყნის გუნდს კი ზარ-ზეიმით ხვდებიან.

მოიწვიეს ლიეტუა, არ დახვდნენ, არ ეთამაშნენ და არც კი გააცილეს. ბაჩო ხურციძემ, ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ გუნდს სულ თავხედები ეძახა. დღეს კი ოკუპანტი მოგვყავს და ჩახუტებულები ვართ, ბაზაზე ერთად ვცხოვრობთ და ვვარჯიშობთ"- აცხადებს ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე. 

მისი თქმით, რაგბის კავშირი ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარია და რუსეთის ნაკრებთან დამეგობრების ფაქტი პოლიტიკის ცვლილების პირდაპირი მტკიცებულებაა.

„ქართული ოცნების სპორტული ფრთა არჩევნებზეც გამოჩნდა, აქ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბი იყო. პრეზიდენტი პრემიერის მრჩეველია. გამგეობის წევრები ქართული ოცნებიდან არიან, თანამდებობის პირები მმართველი პარტიასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული"- თქვა სპორტსმენმა. 

დღის სხვა ამბები:

🔵  „ჩემი ბავშვობა დამთავრდა….“ - ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია

🔵 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა“ - კულტურის სამინისტრო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი