შესაძლოა Facebook-მა და Instagram-მა, ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს

Meta-ს პლატფორმები, Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta ავრცელებს.
ევროპული კანონებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა.
Meta იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე წელს ახალ შეთანხმების მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.
კომპანია აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა გადამწყვეტია მისი ბიზნესისთვის, როგორც ოპერაციული, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის.
"ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს",- აცხადებენ კომპანიაში.
ანალიტიკოსებით პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Meta-მ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი დატოვოს. თუმცა წამოჭრილი საკითხი კიდევ ხაზს უსვამს სოციალური მედიის კომპანიასა და კანონმდებლებს შორის მომხმარებლის მონაცემების შესახებ არსებულ მზარდ დაძაბულობას.
იურიდიული ფირმის Cooley-ის პარტნიორისა და კიბერ და მონაცემთა განყოფილების ხელმძღვანელის, პატრიკ ვან ეკეს თქმით, მონაცემთა დაცვის ორგანოები სულ უფრო ხშირად ამოწმებენ მომხმარებლების მონაცემების მიმოცვლის უსაფრთხოებას.
"არ მიკვირს, რომ არაევროპული კომპანიები განიხილავენ, აქვს თუ არა აზრი ევროპულ ბაზარზე მომსახურების შეთავაზების გაგრძელებას, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა",- ამბობს ვან ეკე.
გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ისტორიაში პირველად სოციალური მედიის გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.
სხვა სიახლეები:
📌 ძლიერი ქარის გამო, მილანში განგაშის ნარინჯისფერი სიგნალი ჩაირთო, ძლიერ დაშავდა 76 წლის მამაკაცი
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...