"სიმონიშვილის სამსახური მილიონებს განკარგავს, მათ შორის დევნილების ბინების მშენებლობას, იმ დევნილების, რომლებმაც მსვლელობა მოაწყვეს და მერამდენედ მოატყუეს" - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დევნილების მიერ ჯანდაცვის სამინისტრომდე დღევანდელ საპროტესტო მსვლელობას ეხმაურება და წერს:

"ცოტა შორიდან დავიწყებ.

ტიკარაძის ჩამოშორების შემდეგ თანამდებობებიდან გადადგომა მოუწიათ მის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და ამავე უწყების დევნილთა სააგენტოს უფროს ბესარიონ სიმონიშვილს.

პირველი 3 იანვარს წავიდა, მეორე - დღეს.

სიმონიშვილის სამსახური მილიონებს განკარგავს, მათ შორის დევნილების ბინების მშენებლობას.

ამ ფულის კონტროლი ახლა ღარიბაშვილის ხელში გადავა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დიდი დაფინანსება აქვს.

ტიკარაძის შემცვლელად, ივანიშვილის თანხმობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადაიყვანეს. ღარიბაშვილის კადრი.

ეს ხალხი იმიტომ კი არ მოხსნეს, რის გამოც რეალურად მართლა მოსახსნელები იყვნენ - ხალხის პრობლემებს არ აგვარებდნენ და ღმერთმა იცის, მოსახლეობის ფული როგორ იხარჯებოდა, არამედ იმიტომ ჩამოაშორეს თანამდებობებს, რომ ფული ღარიბაშვილის ხელში უნდა გადავიდეს და ამისთვის ამ ადგილებზე მისი კადრები სჭირდება.

რატომ დავიწყე ასე შორიდან.

არჩევნების წინ ეს ორი პირი - წოწკოლაური და სიმონიშვილი - დევნილების ავარიულ კორპუსთან მივიდნენ.

ადგილზე მაჟორიტარ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

ეტყობა იფიქრეს, რომ ყაველაშვილს ასე უფრო გაუადვილდებოდა კომუნიკაცია და დასახმარებლად გააყოლეს ეს ორი.

ეს ის დევნილები არიან, რომლებიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

უწყებასთან ხალხი თემქიდან ამხელა გზაზე საპროტესტო მსვლელობით მივიდა.

დევნილებს კორპუსი თავზე ენგრევათ.

დიდი ხანია დახმარებას ითხოვენ.

არჩევნების წინ დაპირებას აძლევენ ხოლმე, არჩევნების შემდეგ კი, როგორც ხდება, ივიწყებენ.

ერთი სიტყვით, მერამდენედ მოატყუეს", - წერს სანაია.

სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. "ღირსეული პირობები დევნილებს!", "30 წელია ვიცდით. როდემდე?", "აღასრულე კანონი", – ჰქონდათ მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტები აქციის მონაწილეებს.

ისინი შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

სხვა სიახლეები:

🔳 "რატომ ვერ აღწევს ომიკრონი ფილტვებამდე?" - მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის განმარტება

🔳 ნანა გეგეჭკორი: ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად სასიკვდილო დაავადება - აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები

🔳 "გუშინ ქუჩაში, დახლთან ასე დამხობილი და ჩაძინებული ვნახე ეს ადამიანი - განვითარებულ ქვეყნებში ამ ასაკის პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ ჭიქა შამპანურით ხელში" - რას წერს ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი

1741965225

საზოგადოება

ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი

 ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...

ოზურგეთი

1741964127

მსოფლიო

მარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...

 მარკო რუბიო

1741963658

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია

ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...

რატი იონათამიშვილი

1741961525

საზოგადოება

მაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ

„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...

ლევან მაჭავარიანი