სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ - პროკურორმა სააკაშვილს მიმართა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული 9 მილიონი აანაზღაუროს. 

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – მიმართა, არჩილ ტყეშელაშვილმა სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.

პროკურორმა განმარტა, რომ ის ასევე ჩართული იყო 26 მაისის საქმის განხილვაშიც. გარდა ამისა, თემურ ჯანაშიამ სხდომაზე მიიტანა პიჯაკები, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ პიჯაკების ყიდვას ედავებიან. თუმცა, პროკურორების თქმით, მილიონობით ლარი იხარჯებოდა, მათ შორის პრეზიდენტის ბოტოქსზე და მისთვის შექმნილ კომფორტსა თუ ფუფუნებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

ამავე თემაზე:

🔵ბინძურო მატყუარა - მიხეილ საკაშვილი პროკურორს

🔵„მადლობა, მშვენივრად ვგრძნობ თავს“ – მოსამართლე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵“საქართველოს შესახებ, 3133 წელია საუბრობენ და გონებაშეზღუდულია ის, ვისაც ვინმე მისი მამათავარი ჰგონია” - სიმონ მასხარაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736102256

სოციალური მედია

„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ - გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე

პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...

ექიმი

1736096592

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევას ქარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოშია. სამწუხარო ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.  თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბ...

ზოგადი

1736094926

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1736093941

ჰოროსკოპი

„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...

ზოგადი

1736087920

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, „განკარგულებას“ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულე...

გლოვის დღე